ტექნიკის მწარმოებელმა ბრენდმა AEG თავისი ახალი სარეცხი მანქანის შესამოწმებლად ყველაზე სარისკო ექსპერიმენტი ჩაატარა. ახალი კოლექციის ჩვენებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე, ბრენდმა დიზაინერულ კომპანია Whyred–ს თავისი ნამუშევრების სარეცხ მანქანაში გარეცხვა და შემდეგ გაშრობა სთხოვა. მსგავსი ნაბიჯის გადასადგმელად მთავარ დიზაინერს საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობისა და რისკის აღება მოუხდა თავზე, რადგან ჩვენებისთვის გამზადებული კოლექცია შესაძლოა მანქანას დაეზიანებინა და მთელი ჩვენება, მასთან ერთად გაყიდვები, ჩაეშალა. ტანსაცმელი, რომელიც ხელითა და ორთქლის უთოთი მუშავდება, სარეცხ მანქანაში აღმოჩნდა. თუმცა, ექსპერიმენტმა მშვიდობიანად ჩაიარა და კოლექციის ჩვენებაც ყოველგვარი ხარვეზის გარეშე მოხდა. AEG–მ ამ უჩვეულოდ რთული ექსპერიმენტით ნამდვილად დაუმტკიცა მომხმარებელს, რომ მისი სარეცხი მანქანები არათუ ჩვეულებრივ, არამედ ძალიან ძვირადღირებულ და სათუთ ტანსაცმელსაც კი არაჩვეულებრივად მოუვლის.