in

“ირმის ნახტომში” ახალი მბრუნავი ობიექტი აღმოაჩინეს

იქნებ, ეს უცხოპლანეტელებისგან წამოსული სიგნალია?

კოსმოსის კვლევის მრავალწლიან ისტორიაში, სადაც უკვე ფიქრობდნენ, რომ თითქმის ყველა საკითხი შესწავლილი იყო, ავსტრალიელმა მკვლევრებმა უცნაური მბრუნავი ობიექტი აღმოაჩინეს. იგი ვარსკვლავურ სისტემაში, “ირმის ნახტომშია”, მოთავსებული და რადიო ენერგიის უზარმაზარ ნაკადს ყოველ საათში სამჯერ, უშვებს. როგორ სახალისოდაც არ უნდა ჟღერდეს, მეცნიერები იმასაც კი შიშობდნენ, რომ ეს უცხოპლანეტელებისგან წამოსული სიგნალი იქნებოდა. 

M2
M2

ობიექტი უნივერსიტეტის სტუდენტმა აღმოაჩინა. ასტროფიზიკოსმა ნატაშა ჰარლი-უოკერმა კი ტელესკოპით, დასავლეთ ავსტრალიის გარეუბანში ამ საკითხის კვლევა დაიწყო. მისი თქმით, უცნობი ობიექტიდან პულსი, საათის მექანიზმის მსგავსად, ყოველ 18.18 წუთში მოდის.

მიუხედავად იმისა, რომ სამყაროში არსებობს სხვა ობიექტებიც, რომლებიც გარკვეული სიხშირით მოქმედებს, 18.18 წუთი არის სიხშირე, რომელიც აქამდე არასდროს დაფიქსირებულა. 

მკვლევრებმა რამდენიმე ფაქტი დაადგინეს, რომ ობიექტი დედამიწიდან დაახლოებით 4000 სინათლის წლის მანძილითაა დაშორებული, წარმოუდგენლად კაშკაშაა და უკიდურესად ძლიერი მაგნიტური ველი აქვს. თუმცა ჯერ კიდევ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა რჩება… 

თუ თქვენ ყველა მათემატიკურ გათვლას გააკეთებთ, აღმოაჩენთ, რომ მას არ უნდა ჰქონდეს საკმარისი ძალა ყოველ 20 წუთში ამ სახის რადიოტალღების წარმოქმნისთვის. 

ეს ობიექტი შეიძლება იყოს ულტრა ხანგრძლივი პერიოდის მაგნიტარი” — ის, რაც სულ არსებობდა, მაგრამ არასოდეს უნახავთ.

ზოგიც ვარაუდობს, რომ ეს თეთრი ჯუჯაა, ჩამონგრეული ვარსკვლავის ნარჩენი. მაგრამ საკმაოდ უჩვეულოა, რადგან ჩვენ მხოლოდ ერთი თეთრი ჯუჯა პულსარის შესახებ ვიცით, რომელსაც არაფერი საერთო აქვს მასთან. ან იქნებ სრულიად ახალი ტიპის ობიექტია? სხვა ცოცხალი არსებები ხომ არ გზავნიან სიგნალს? შეიძლება, ისინი უცხოპლანეტელებად მივიჩნიოთ? ეს კითხვები საკმაოდ აქტუალური გახდა, მაგრამ მკვლევართა ჯგუფმა სიგნალის დაკვირვება სიხშირეების ფართო დიაპაზონში შეძლო. მათი აზრით, ეს ბუნებრივი პროცესია და არა ხელოვნური სიგნალი. 

upway

UPWAY – ინოვაციური პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ქვეყანაში არსებულ კურსებს

პირველმა ქართულმა ტანსაცმლის ბენდმა “ცრემლი” NFT კოლექცია გამოუშვა!