in

ვინც ფიქრობს, გრძნობს და ქმნის – აღიარებისა და მოტივაციის პრემია „იკა“

„ყველაფერი, რასაც შემოქმედი ადამიანი საკუთარი თავის, ანდაც, საკუთარი იდეის ამოსახატად აკეთებს, მნიშვნელოვადა დასაფასებელია!“ – ამ დევიზით, დამწყები, უცნობი არტისტების მხარდაჭერად ხელოვანი ადამიანებისა და მათი შემოქმედების აღიარების პრემია „იკა“ შეიქმნა. სწორედ იმისთვის, რომ ახალგარზდებმა საკუთარი თავის ირწმუნონ. დაიჯერონ, რომ ქმნიან და თან, ძალიან კარგად. 

პრემია „იკა“ ჯერ 1 თვისაა. 18 ნოემბერს, მისი დამფუძნებლის, სანდრო კაკულიას გარდაცვლილი ძმის, იკას დაბადების დღეზე შეიქმნა იმ მიზნით, რომ მისი სახელით, შემოქმედებით ადამიანებს, საკუთარი თავის აღმოჩენაში დახმარებოდა. ხელი შეეწყო მათი ნამუშევრების პოპუარიზაციისთვის და მათთვის სტიმული მიეცა. 22 დეკემბერს კი, ღვინის ქარხანაში, 18:00 საათზე, პრემია „იკას“ დაჯილდოების პირველი ცერემონია გაიმართება.

იკამ სამხატვრო აკადემიაში გრაფიკის ფაკულტეტი დაამთავრა. ძალიან შემოქმედებითი ადამიანი იყო. მთელი ბავშვობა სულ კითხულობდა, წერდა, ხატავდა… თავისი ხელით პოსტერების – აფიშის კონცეფციები აქვს გაკეთებული და ერთ-ერთმა მათგანმა, რომელიც ცხოველთა დაცვის უფლებებს ეხებოდა, იტალიაში გამოფენაზე პირველი ადგილი აიღო. გიჟდებოდა, ისე უყვარდა კინო და თვითონაც რამდენიმე ვიდეოკლიპში აქვს ნათამაშები. მის გარდაცვალებამდე, რამდენიმე თვით ადრე, ხელნაკეთი ნივთების პატარა ბუტიკკომპანია დავაარსეთ – კიჰენდმეიდები. თვითონ ამზადებდა ამ ნივთებს, დიზაინსაც: „იკას ხელნაკეთი ასანთები“, ხელნაკეთი პროექტორი. ძალიან ნიჭიერი, ღრმა და ინტელექტუალი ადამიანი იყო, მაგრამ ამის არ სჯეროდა. და რომ ვაქებდი, ეგონა, რომ მოტივაციის გამოვაკეთებდი ამას. ეს პრემიაც ზუსტად ამას ემსახურება –  ადამიანებს, რომლებიც საკუთარ თავში ჩაკეტილები არიან და ჰგონიათ, რომ რაღაცები არ გამოსდით, სინამდვილეში კი, მათი შემოქმედება ძალიან კარგია, დავეხმაროთ და ვუთხრათ, რომ ასე გააგრძელონ, არ შეეშვან! ალბათ, ჩვენ, იკას მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა, რაღაცნაირად, ვერ დავანახეთ, რომ მისი შემოქმედება ძალიან ღირებული იყო… 22 დეკემბერს, იკას ნამუშევრებიც გამოიფინება, – სანდრო კაკულია.

კლასიკური კონკურსისგან განსხვავებით, „იკა“ თავად პოულობს საინტერესო, ნიჭიერ ახალგაზრდა არტისტებს და მათ სთავაზობს, რომ პრემიის ნომინანტები გახდნენ, ამ ეტაპზე, კატეგორიებში:

  • ილუსტრაცია;
  • პოსტერის იზაინი;
  • ხატვრობა;
  • კინო;
  • ფოტოგრაფია;
  • ლიტერატურა (პოეზია/პროზა);
  • მუსიკა (კომპოზიციის ავტორი);
  • ხელნაკეთი ნივთები.

„იკას“ ნომინაციები, ყოველწლიურად, განსხვავებული იქნება. რაც შეეხება ჟიურის, პრემია IKA-მ შემოქმედებით სფეროში მოღვაწე 50-ზე მეტი პროფესიონალი გააერთიანა: მუსიკის, ატვრობის, ლიტერატურის, ფოტოგრაფიისა და ვიზუალური არტის სხვა სფეროებიდან და მათ IKA-ს პრემიის „კულტურის ატაშეები“ უწოდა. ეს ადამიანები პოტენციური ნომინანტების სიას ადგენენ. შიდაგადარჩევის შემდეგ, გრანდ ჟიურის თითოეული კატეგორიის შორტლისტში მოხვედრილ 5 არტისტს წარუდგენენ, რომლებიც საბოლოოდ, ყველა კატეგორიიდან, 1 გამარჯვებულს გამოავლენენ. 

„მარკეტერთან“ ჯილდოებზე საუბრისას, სანდრო კაკულია აღნიშნავს, რომ სხვა კონკურსებისგან განსხვავებით, „იკა“ ნომინანტებთან ურთიერთობას მხოლოდ პრემიის გადაცემით არ ასრულებს. მთელი წლის განმავლობაში, გამარჯვებულები არამატერიალურ სარგებელს მიიღებენ. თუმცა, კონკრეტულად რას, ამაზე მოგვიანებით.

პრემიის მეგობარი სარეკლამო სააგენტოები არიან: Betterfly, SocialSharks, FollowtheFox და Mozaika. 
პრემიის წარმდგენია –
„ტერაბანკი“. „არტარეასთან“ კი, „იკამ“ გრძელვადიანი მემორანდუმი გააფორმა.

რა შემთხვევაშია ადამიანი ბედნიერი?

“თითქოს სახლში ხარ” – Coca-Cola-ს და UberEats-ის საშობაო კამპანია