in

„თბილისი მარიოტში” სალონური საუბრებისა და საქმიანი შეხვედრებისთვის „მაჯესტიკ ლაუნჯი“ დაგხვდებათ

თბილისი მარიოტი” ის ადგილია, რომელიც ქალაქის ცენტრში, ადგილობრივებისთვისა და ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ადგილზე მდებარეობს და ასწლოვან ისტორიას ქმნის. 5 ვარსკვლავით შეფასებული ეს ისტორიული შენობა ყოველდღიურად ხდება იმ ადამიანების მასპინძელი, რომლებსაც თბილისის ახლოდან გაცნობა და შესწავლა სურთ. მისი ფანჯრებიდან ხომ ქალაქის ულამაზესი ხედები იშლება და აქ გაჩერებულ სტუმარს ქალაქის სიცოცხლის შეგრძნობა სრულად შეუძლია. 

ეს ის ადგილია, სადაც ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის ისტორია და თანამედროვეობა, ვინტაჟური და მოდერნისტული სტილი. ის სტუმრის მრავალფეროვნებას ითვალისწინებს და ყველანაირი ტიპის ადამიანს, მათ გემოვნებასა და საჭიროებებს ერგება. ამისთვის მარიოტს სხვადასხვა საინტერესო სერვისი და სივრცე აქვს, სადაც სტუმარი საკუთარ თავს იპოვის და განტვირთვას მოახერხებს, რაც მისთვის საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილება გახდება.

ერთ-ერთი ასეთი სივრცე, რომელიც დღეს უნდა გაგაცნოთ „მაჯესტიკ სიგარ ლაუნჯია”, ადგილი რომელიც იდეალურად არის მოწყობილი იმ ადამიანებისთვის, ვისაც საქმიანი შეხვედრების ჩატარება ჭიქა ვისკის და პრემიუმ ხარისხის სიგარის ფონზე მოსწონს, ან უბრალოდ განტვირთვის ეს ფორმა ურჩევნია. ამ სივრცეში პროდუქციის მრავალფეროვანი არჩევანია და ყველანაირი განწყობისა თუ გემოვნების ადამიანს დააკმაყოფილებს. ლაუნჯში მუშაობს პროფესიონალთა გუნდი, რომელიც სტუმარს არჩევანის გაკეთებაშიც დაეხმარება. სივრცე დღის 14:00 საათიდან ღამის 02:00 საათამდე იქნება ფუნქციური.

[R]

5 პერსონალური უნარი, რომლებიც ყველა სამსახურში გვჭირდება

pay.ge | ლიბერთის ონლაინ გადახდების პლატფორმა განვითარების ახალ ეტაპზე Mastercard-თან ერთად გადადის