პირველი 7-ადგილიანი Skoda Kodiaq 2016 წელს გამოვიდა და მას შემდეგ განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ბრენდი სრულად ახალ მოდელზე მუშაობს, რომელსაც ამ წელს ვიხილავთ, ოღონდ ცოტა მოგვიანებით. საოჯახო ტიპზე ფოკუსირებული ეს SUV თანამედროვე სტილს გამოხატავს, არის ეფექტური და ტექნოლოგიის მთელ ნაკრებს მოიცავს. მისი კონკურენტები Hyundai და Kia არიან, თავისივე ოჯახის წევრებს შორის კი VW Tiguan Allspace-სა და SEAT Taracco-ს შეგვიძლია შევადაროთ.
ახალი თაობის Kodiaq-ის ფოტოების ხილვა უკვე შესაძლებელია. მართალია, ისინი სრულ სურათს არ გვიჩვენებს, მაგრამ დიზაინზე წარმოდგენის შესაქმნელად საკმარისია. მათი დათვალიერებით ვხვდებით, რომ ახალ მოდელს ევოლუციური სტილი აქვს და Skoda-ს ბოლოდროინდელ დიზაინის ენას იყენებს.
კლასიკური Skoda SUV-ის დეტალები, როგორებიცაა ორნაწილიანი ფარები, ვერტიკალური ცხაური და საფირმო ძრავის წინა ნაწილი ამ თაობის მანქანაშიც შენარჩუნებულია, თუმცა შედარებით ახალი ხედვითაა ნაჩვენები. მთლიანი კორპუსის სილუეტიც კლასიკურ Kodiaq-ს წააგავს, თუმცა სახურავის ზოლი უფრო მაღალია და მეტ სივრცეს ტოვებს მესამე რიგისთვის, რათა მგზავრები კომფორტულად განლაგდნენ.
დაზუსტებული არ არის, თუმცა ავტოექსპერტები ელოდებიან, რომ ახალი თაობის საოჯახო SUV უახლეს MQB Evo პლატფორმაზე იქნება დაფუძნებული, განსხვავებით ბრენდის ყველა სხვა ბოლოდროინდელი მოდელისგან, რომლებმაც MQB A2-ის პლატფორმები გამოიყენა Volkswagen Group-ისგან.
Skoda-მ აგრეთვე დაადასტურა, რომ ის იქნება ჰიბრიდი, რომლის დატენაც სპეციალური როზეტებით ხდება. ამისთვის ის გამოიყენებს ტექნიკას, რომელზეც აწყობილია ახალი VW Tiguan. ის გაიყიდება როგორ ელექტრო-ბენზინზე მომუშავე და ელექტრო-დიზელზე მომუშავე ვერსია, თუმცა სრულად ელექტრო მოდელს არ უნდა ველოდოთ, რადგან, თუ MQB Evo პლატფორმის გამოყენება დადასტურდა, ის სრულ ელექტრო მოდელებზე არ მუშაობს.
კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც ახალი თაობის Kodiaq-ს გამოარჩევს, ინტერიერის დიზაინი და საინფორმაციო-გასართობი სისტემაა. მას ექნება დიდი და მკვეთრი დისპლეები, ისეთივე განლაგებით, როგორსაც გვთავაზობს Octavia-ს მიმდინარე მოდელი. მასში ასევე გათვალისწინებული იქნება Skoda-ს ბოლო პერიოდის მდიდრული დიზაინი, რომელიც ძვირფას მასალებთან ერთად აწყობის შესანიშნავ ხარისხსაც გვთავაზობს. ამასთან, ინარჩუნებს ისეთ მახასიათებლებს, როგორებიცაა: გათბობა-გაგრილების სისტემა და მედია.
Kodiaq-ის პოპულარობისდა მიუხედავად, თითქმის დარწმუნებულებმა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იქნება ნახევრად საწვავზე მომუშავე ბოლო მოდელი. VW Group, ისევე როგორც მთლიანად ინდუსტრია, გეზს სრული ელექტრიფიკაციისკენ იღებს. მანამდე კი, ახალი თაობის Kodiaq გამოდის ყველა იმ უპირატესობით, რომლის გამოც ეს მანქანა საოჯახო კატეგორიის SUV-ების მოყვარულებს ყოველთვის მოსწონდათ. ამას ემატება მისი გაუმჯობესებული ტექნოლოგია და დახვეწილი იერი.