მანქანების ბრენდებს შორის ყოველთვის იყო და იქნება კონკურენცია, განსაკუთრებით, მაღალი კლასის ავტომობილებს შორის. Infiniti შედარებით ახალი ბრენდია, თუმცა, თავისი ხარისხით კონკურენტუნარიანია და ეჯიბრება კიდეც ძველ ბრენდებს, ამ შემთხვევაში BMW-ს. სააგენტო Crispin Porter + Bogusky–მ ამ რეკლამაში თაობების უთანხმოება აჩვენა და ღიად მოუწოდა ახალ თაობას Infiniti–ს არჩევა.
ეს კამპანია “მამათა და შვილთა” ბრძოლას გაგახსენებთ. სარეკლამო გროლში ნახავთ, თუ როგორი რთულია დათმო ძველი ჩვევები და საყვარელი ნივთები, განსაკუთრებით კი, საყვარელი მარკა – BMW. მამა ზის და ჯიუტად აქნევს თავს უარის ნიშნად. უფროსი თაობისთვის იმდენად ძნელია ახლის მოსინჯვა, რომ ამის გაფიქრებასაც კი ღალატის ტოლფასად მიიჩნევენ. ახალგაზრდები ცვლილებების მიმართ უფრო დინამიურები არიან. ფუფუნება, მაღალი ხარისხი, თანამედროვე ტექნოლოგიები და მართვის სრული სიამოვნება გაერთიანებულია ერთ მანქანაში და მისი სახელია Infiniti.
საინტერესოა, როგორ რეაგირებას მოახდენს BMW ამ გამოწვევაზე?!
https://www.youtube.com/watch?v=ZOUJbPyAksw