in

ახალი თერმული სენსორული სისტემა — წელვადობის უნარითა და უმაღლესი მგრძნობელობით

მისი ფორმირება, დანიშნულების შესაბამისად, უამრავი გზითაა შესაძლებელი

მეცნიერებმა შეიმუშავეს ელასტიკური თერმომეტრი, რომელიც, შესაძლოა, რობოტიკის, ჩაცმულობისა და სამედიცინო აპარატურის განვითარებაში ახალი ეტაპის დასაწყისი აღმოჩნდეს. ამჟამად არსებულს სენსორულ სისტემებს, რომლებიც ამ მიმართულებებით გამოიყენება, სიხისტე ახასიათებს, რაც მის შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად ზღუდავს. თუმცა ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევრები ამბობენ, რომ მათ შექმნეს რბილი სენსორები, უმაღლესი მგრძნობელობით და წელვადობის უნარით.

“რადგანაც დიზაინი ძალიან მარტივია, სენსორული ტექნოლოგიის ფორმირება, დანიშნულების შესაბამისად, უამრავი გზითაა შესაძლებელი. შეგიძლიათ, აირჩიოთ სხვადასხვა მასალა, აწყობის ტექნოლოგია, ზომა და დანიშნულება. უკვე ვაჩვენეთ, რომ სენსორები შეიძლება იყოს პატარა, სტაბილიზებული და გამჭვირვალეც კი”, — განაცხადა იჩენგ ვანგმა, კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა

ახალ ელასტიკურ თერმომეტრს, ტემპერატურის გაზომვა -100-დან 200 ცელსიუსამდე შეუძლია. სენსორი ცვლილებებზე უპრეცედენტოდ ჩქარა, დაახლოებით 10 მილიწამში რეაგირებს.

ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევრების თქმით, ახალი სენსორული სისტემა, მოგვცემს უპრეცედენტო შესაძლებლობებს, შევქმნათ ახალი ტიპის ციფრული აპარატურა თუ ჭკვიანი რობოტები ჯანდაცვის, ინჟინერიისა და გართობის სფეროებში. საგულისხმოა, რომ ასეთი მანქანების გამოყენება, სხვა უამრავ მიმართულებასთან ერთად, სამედიცინო დიაგნოზის დასასმელად და კატასტროფული შემთხვევების სამართავადაც შესაძლებელია.

რატომ უნდა მივიღოთ რბოლაში მონაწილეობა წყალბადის ძრავით – ტოიოტას ახალი მიზანი

ასე „დაიბადა“ SONY