in

აიხდინე ამერიკული ახალი წლის ოცნება კვარიათში, ლიც რეზორტის New York Funky Night გალაზე

არ აქვს მნიშვნელობა, მიმდინარე წელი როგორ გაატარეთ, ახალი წლის ღამეს „ლიც რეზორტი”  განურჩევლად ყველას დაუვიწყარ საღამოს გვპირდება. გველოდება ზღაპრული საახალწლო ვახშამი ნიუ-იორკელ მუსიკოსებთან, Li’Nards Many Moods და Michael Angelo-სთან ერთად, ამასთანავე ქართული და ევროპული სამზარეულოს სინთეზი, წამახალისებელი გათამაშება, DJ და არაერთი გასართობი აქტივობა როგორც ბავშვებისთვის, ისე უფროსებისთვის, რაც ჯადოსნური ახალი წლის გარანტიას იძლევა.

მუსიკოსი Li’Nard, რომელიც საღამოს მუსიკალურად გააფორმებს, ნიუ-იორკის ლაივ პერფორმანსის, დინამიკის ხელოვნებისა და არტისტული სტანდარტების ლეგენდად არის შერაცხული. საღამოს კი მსახიობი, ლაშა გურგენიძე წაიყვანს.

თავგადასავალი 31 დეკემბერს არ მთავრდება. დამსვენებელს 1 იანვარსაც არაერთი სიურპრიზი დახვდება, როგორიცაა განსაკუთრებული საუზმე, Li’Nards Many Moods და Michael angelo-ს ჯემ სეიშენი, ილუზიონისტი დავით ონიაშვილი, საახალწლო ვახშამი და მრავალი სხვა. ორგანიზატორებს არც პატარა სტუმრები დავიწყებიათ: ანიმატორი, სახის მოხატვა, ზღაპრის გმირები, საბავშვო გასართობი პროგრამა მათთვისაც შექმნის დაუვიწყარ, ბავშვურ ახალ წელს.

რა არის ლიცი? ლიცი არის კრუიზი მთაში

კვარიათის მთაზე მდებარე შთამბეჭდავი რეზორტი, რომელიც ყველა ტიპის დამსვენებლის გემოვნებას ერგება. ზღვა თუ მთა? – ამ კითხვაზე პასუხი მარტივია – ლიც რეზორტი! ეს არის ადგილი, სადაც ამ ორის საუკეთესო სინთეზია.

შიდა აუზი, სპა ცენტრი, პერსონალური კინოთეატრი, ბილიარდის კლუბი, ევროპული სამზარეულო და სასტუმროში განთავსებული ქართული მარანი არც დატვირთულ საახალწლო დღეებში შეწყვეტენ ფუნქციონირებას, რათა დამსვენებელმა შეძლოს ,,ზღვა შთაბეჭდილებების“ დაგროვება.

რეზერვაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შემდეგ საკონტაქტო ნომრებს:

+995 591 192 222

+995 591 808 844

[R]

როგორ ვაქციოთ საქმიანი მეილები სახალისოდ?

ასეთი იყო 2022 წელი CONTACT-ისთვის