უკვე მერამდენე წელია, ახალი წლის მოახლოებას Coca-Cola-ს ტრადიციული ვიდეორგოლები ახლავს. მთელი წლის განმავლობაში, ეს პერიოდი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ემოციური, თბილი და ამაღელვებელია. საახალწლო მზადება ყველასთვის, განურჩევლად ასაკისა და სქესისა, საყვარელ საქმიანობას წარმოადგენს. ნაძვის ხისა და სახლის მორთვა, საყვარელი ადამიანებისთვის საჩუქრების შეძენა, შეფუთვა, გემრიელი საჭმელების მომზადება და იდეალური გარემოს შექმნა. მართალია, ეს ყველაფერი საოცრად სასიამოვნოა, თუმცა, ცოტა არ იყოს, რთული და შრომატევადიცაა. გადატვირთული ქუჩები და მაღაზიები, პროდუქტების დეფიციტი, დაძაბული სამუშაო რეჟიმი… რთულია, ასეთ ვითარებაში მხოლოდ საახალწლო მხიარული განწყობით თავის გატანა, საჭიროა დამხმარე “მოტივატორი”. რა შეიძლება იყოს ეს, თუ არა ერთი ბოთლი Coca-Cola, რომელიც ყველაზე დატვირთულ და დამღლელ მომენტშიც კი მოგგვრით ღიმილს და დაგიბრუნებთ ძალას?! თვით თოვლის ბაბუასაც კი სჭირდება ბედნიერი შხეფების ერთი ბოთლი, თავისი საახალწლო მარშრუტის დროს.
https://www.youtube.com/watch?v=FVzHT9yO508