in

შენ იქნები პირველი ქართველი კოსმოში?

“AXE აპოლოს კოსმიურ აკადემიაში” მოსახვედრად უკვე საქართველოდანაც იბრძოლებენ. მარკეტერი იყო პირველი ვინც ქართულ საზოგადოებას ამ კონკურსის შესახებ ამცნო. (ყველაზე ამბიციური პროექტი AXE 22 ფანს კოსმოსში უშვებს) იმ დროისთვის დიდი ინტერესის მიუხედავად კონკურსში საქართველოს მოქალაქეებს მონაწილეობა არ შეეძლოთ. 

axe-space-promotionკომპანიამ “AXE ” დეოდორანტ “აპოლოსა” და მამაკაცის თავის მოვლის საშუალებების სხვა ნაწარმის “მხარდასაჭერად” უპრეცედენტო კამპანია ჯერ კიდევ იანვარში დაიწყო. საქართველო მათ სულ ახლახანს შეუერთდა.

კომპანია საკუთარი პროდუქციის მომხმარებლებს კოსმოსში გაფრენის საშუალებას აძლევს. კამპანიის ფარგლებში 22 ადგილიანი კერძო ხომალდი კოსმოსში გაფრინდება.

მარკეტერი ადგილობრივ ორგანიზატორებს ესაუბრა:

საქართველოს ამ პროექტში ჩართვამ დიდი მითქმა- მოთქმა გამოიწვია. ბევრისთვის დაუჯერებელიც აღმოჩნდა, თუმცა, ვისაც აქვს სურვილი “იქცეს გმირად” და “თავგადასავლების მოყვარულია” შეუძლია AXE-ის Facebook გვერდზე ნახოს აპლიკაცია, ატვირთოს სპეციალურად კონკუსისთვის გადაღებულ ფოტო ან ვიდეო, სადაც დაასაბუთებს, რატომ უნდა შეარჩიონ კონკრეტულად ეს კანდიდატი. კანდიდატთა რეგისტრაცია 30 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

საუკეთესოები ხმის მიცემით საკუთარ ქვეყანაში გამოვლინდებიან . შერჩეული კანდიდატები ერთმანეთს ფლორიდაში, ორლანდოში შეხვდებიან და 22 გამარჯვებულს კონკურსის საფუძველზე აირჩევენ. შეჯიბრება, ამჯერად სხავდასხვა დაბრკოლებების გადალახვაში გაიმართება, რომელიც კოსმოსის სიმულაციურ სივრცეში მოეწყობა. სწორედ ისინი გაფრინდებიან კოსმოსში “აპოლო 11”-ის მფრინავის ბაზ ელდრინთან ერთად. (პირველი ადამიანი , რომელიც კოსმოსური ხომალდით “აპოლო 11 “ ნეილ ამსტრონგთან ერთად გაფრინდა კოსმოსში) .

კონკურს საქართველო პირველი მარტიდან შეურეთდა. თუმცა, ამ დრომდე მხოლოდ ერთი “განაცხადია”. ადგილობირი ორგანიზატორები თვლიან, რომ ბევრისთვის ეს დაუჯერებლი და წარმოუდგენელია. ამით ხსნიან მომხმარებლის პასიურობასაც. მარკეტერისთვის კი დაუჯერებელია რომ საქართველოდან მხოლოდ ერთმა ადამიანმა გამოთქვა სურვილი კოსმოსში გაფრენაზე, წარმოიდგინეთ თქვენ იქნებით პირველი ქართველი კოსმოსში.

მარკეტერი წარმატებებს უსურვებს ყველა მონაწილეს

Land Rover-ის რეკლამა Land Rover-ის გარეშე!

TBILISI OPEN AIR 2013–ის და პეპსის ერთობლივი სუპერ აქცია დაიწყო