ჯერ კიდევ 1984 წლიდან, კომპანია Axe მამაკაცებს მრავალფეროვან პროდუქციას სთავაზობს, რომლის მთავარი მახასიათებელიც ყოველთვის მიმზიდველი არომატია, რასაც ბრენდის რეკლამებიც მოწმობს. თუმცა, თუ კომპანიის ახალ დეზოდორანტსა და მისი არომატის შემადგენელ კომპონენტებს შევხედავთ თავში სიტყვა “მიმზიდველი” ნამდვილად არ მოგვივა. Axe-მა სულ ახლახანს თავისი ბოლო ნამუშევარი გაგვაცნო, რომელიც ორცხობილის და ნატურალური ტყავის დამახასიათებელი სურნელით არის. ვიდეორგოლი სააგენტო Dokyo-მ მოამზადა.