in

ყველაზე ამბიციური პროექტი, “Axe” 22 ფანს კოსმოსში უშვებს

კოსმოსში

კომპანიამ “Axe” დეოდორანტ “აპოლოსა” და  მამაკაცის თავის მოვლის საშუალებების სხვა ნაწარმის “მხარდასაჭერად” უპრეცედენტო კამპანია დაიწყო და საკუთარი პროდუქციის მომხმარებლებს კოსმოსში გაფრენის საშუალებას აძლევს. კოსმოსში პროექტი კომპანია  “Lynx”-თან ერთად მომზადდა,  რომელიც Axe-ის ბრიტანული ექვივალენტია. აქციაში ჩართულია “აპოლო 11”-ის მფრინავი ბაზ ელდრინიც ( პირველი ადამიანი , რომელიც კოსმოსური ხომალდით “აპოლო 11 “ ნეილ ამსტრონგთან ერთად გაფრინდა კოსმოსში) . კამპანიის ფარგლებში 23 ადგილიანი კერძო ხომალდი კოსმოსში გაფრინდება.

პროექტს “Axe Apollo  Space  Academy “ უწოდეს. მსურველებს  შეუძლიათ შეავსონ აპლიკაცია მისამართზე AXEApollo.com   და შექმნან  ასტრონავტის პროფილი.  ამავე გვერდზეა ხელმისაწვდომი დეტალები, მათ შორის ინფორმაცია შეჯიბრის დაწყებისა და დასრულებაზე.   60 ქვეყნიდან 45 ენაზე ადამიანებს საშუალება აქვთ შეავსონ აპლიკაცია და მიიღონ მონაწილეობა ამ უჩვეულო შეჯიბრებაში.

axe-space-promotion

თითოეულმა მათგანმა უნდა დაასაბუთოს, რატომ  იმსახურებს კოსმოსში გაფრენას.  საუკეთესოები ხმის მიცემით საკუთარ ქვეყანაში გამოვლინდებიან . შერჩეული კანდიდატები ერთმანეთს ფლორიდაში, ორლანდოში შეხვდებიან და 22  გამარჯვებულს კონკურსის საფუძველზე აირჩევენ. შეჯიბრება, ამჯერად  სხავდასხვა დაბრკოლებების გადალახვაში გაიმართება, რომელიც   კოსმოსის სიმულაციურ სივრცეში მოეწყობა.  პროექტის დაწყების შესახებ საზოგადოებას თავად ბაზ ელდრინიმ ამცნო.

“Axe”-ს  ვიცე პრეზიდენტი ამბობს, რომ ბრენდის არსებობის 30 წლიან ისტორიაში ეს ყველაზე  დიდი და ამბიციური პროექტია.

ყველა კანდიდატს ფსიქიური შემოწმების გავლა მოუწევს. კოსმოსიდან დაბრუნების შემდეგ კი ისინი ასტორნავტის წოდებას მიიღებენ.

მარკეტერი გთავაზობთ ამ უჩვეულო და უპრეცედენტო კამპანიის  სპეციალურ ვიდეორგოლს

 

http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=PjzGaSQX0iU

მატიანე

1999 წელი – ქართული რეკლამა

სამუშაო ფილიპი

როგორ ეძებს ფილიპი სამსახურს