Axe–ს მომხმარებლისთვის ახალი დეოდორანტი “Axe You” აქვს. სახელწოდებიდან გამომდინარე, ბრენდმა სარეკლამო ვიდეორგოლის შესაქმნელად ისეთი ინდივიდუალური პერსონაჟები აარჩია, რომლებიც სხვებისგან გამორჩეულები არიან და თავიანთი საქციელით ზოგისთვის მიუღებლებადაც კი ითვლებიან. ბიჭი, რომელიც მთელი დღეების განმავლობაში რთული მათემატიკური ამოცანების ამოხსნით არის დაკავებული, ბურთით მოთამაშე თანატოლებისთვის დასაცინია ხოლმე. კიდევ ერთი პერსონაჟი, რომელიც ყველგან და ყოველთვის თავის მუსიკალურ შესაძლებლობებს აუმჯობესებს, გვერდიდან ძალიან უცნაური ჩანს. მიუხედავად საზოგადების მხრიდან დიდი ზეწოლისა და დაცინვისა, ისინი მაინც თავდაჯერებულად აგრძელებენ მათ საქმიანობას, რაც ბოლოს დაუფასდებათ.
Axe–ს გზავნილი ნამდვილად გასაგებია და საკმაოდ ეფექტურად ნაჩვენები. ადამიანები, რომლებსაც ცხოვრებაში მიზანი აქვთ, არასდროს უნდა დააბრკოლოს სხვისმა აზრებმა, რადგან ასეა თუ ისე, ბოლოს მაინც ყველა ხედავს ვინ არის წარმატებული და ვინ კვლავ ბურთით მოთამაშე მოზარდი.