in

მზიურის პარკში მედიათეკა, საგამოფენო დარბაზი და თოჯინების მუზეუმი გაიხსნება

წყარო: თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკები

ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ ყოფილი საბაგირო სადგურის შენობაში მინი მედიათეკა და თანამედროვე გალერეის მინიმალისტური საგამოფენო დარბაზი მოეწყობა. გარდა ამისა, თბილისის სათამაშოებისა და თოჯინების მუზეუმიც განახლებულ „მზიურში“ დაიდებს ბინას. ამის შესახებ დღეს, პროექტ „განახლებული მზიურის“ პრეზენტაციაზე, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

BOG
BOG

4000-მდე თოჯინა გვაქვს, რომელიც უნიკალიურია და კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს. მგონია, რომ ამ პარკს ახალ შესაძლებლობებს მივცემთ და ძალიან ბევრი ადამიანი იქნება დაინტერესებული აქ შემოსვლით, – კახა კალაძე.

როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, პროექტი 2019 წლის ბოლო-2020 წლის დასაწყისში დამთავრდება.

Global Finance-მა „თიბისი“ რეგიონში საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა

როგორ ვისწავლოთ უფრო სწრაფად – ტექნიკა ნეიროფსიქოლოგებისგან