დეველოპერული კომპანია „აქსისის“ ახალი პროექტის ფარგლებში – „სახლი თბილისის შუაგულში“ – შეიქმნა ვიდეორგოლი, რომელზეც სარეკლამო სააგენტო Redberry-მ იმუშავა. პროექტი წინამძღვრიშვილის N125-ში მიმდინარეობს და როგორც „აქსისის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მარიკა ლორია ამბობს, მის მთავარ მიზანს თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსის უბნის არქიტექტურულ და ისტორიულ იერსახესთან სინთეზი წარმოადგენს: „სწორედ ეს არის მთავარი განსხვავება სხვა სამშენებლო პროექტებისგან. კომპანია გეგმავს ქალაქის ამ ნაწილშიც დაამკვიდროს მშენებლობის საკუთარი სტანდარტი, როგორც მისი მობინადრეების, ასევე უბნის მაცხოვრებლების ინტერესების გათვალისწინებით“. რაც შეეხება კამპანიის მარკეტინგულ ამოცანასა და მის ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებებს, ამ საკითხებზე მარკეტერი „რედბერის“ კრეატიულ დირექტორ რეზო შელიას ესაუბრა:
აქსისი ქმნის ქალაქის ახალ იერს და ამ საქმეს დიდი მონდომებითა და პატივისცემით ეკიდება. სწორედ ამ დამოკიდებულების გადმოცემა იყო ჩვენი მთავარი ამოცანა. პროექტი „სახლი თბილისის შუაგულში“ ნათლად წარმოაჩენს კომპანიის წარმოდგენას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა განვითარდეს თბილისის უბნები. ჩვენი მიზანი იყო, მოგვეყოლა თუ როგორ და რაც მთავარია, რატომ შეიქმნა „წინამძღვრიშილის 125“.
M: როგორი შეფასება მოჰყვა ვიდეორგოლს და გაგრძელება თუ ექნება კამპანიას?
კამპანია მიმდინარეობს სოციალურ მედიაში. ვიდეოს გაშვების შემდგომ, მას მოჰყვა პოსტერების სერია და იმავე კონცეფციის ფარგლებში იგეგმება სხვადასხვა კონტენტის შექმნა, რომელიც ნელ-ნელა ინტეგრირდება გაყიდვებზე ორიენტირებულ კომუნიკაციაში. კამპანიაზე ორი თვის განმავლობაში ვმუშაობდით. პროდუქტიდან გამომდინარე, გავწერეთ კომუნიკაციის სტრატეგია და შევეცადეთ, გვეჩვენებინა ყველაფერი, რასაც წარმოადგენს „წინამძღვრიშვილის 125.