ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე, გალაკტიონის ძეგლის უკან, შენდება „აქსის თაუერსის“ მრავალფუნქციური ცათამბჯენი, რომლის არქიტექტურული კონცეფციაა ორი იდენტური შენობა – ტყუპი კოშკი, რომელთაგან ერთ-ერთი მოპირკეთებულია მუქი მინით, ხოლო მეორე – ბუნებრივი, თეთრი ქვით. კოშკები ერთმანეთის საწინააღმდეგოდ ბრუნავენ, რაც შენობების მოძრაობის ილუზიას ქმნის. ცათამბჯენი აერთიანებს დეველოპმენტის 5 მიმართულებას: საცხოვრებელი, საოფისე, სასტუმრო, კომერციული და გასართობი – აქვს ამბიცია, იქცეს ქალაქის მთავარ „ლენდმარკ“ შენობად.
სააგენტო ლივინგსტონთან თანამშრომლობით, შეიქმნა „აქსის თაუერსის“, როგორც პრემიალური ბრენდის ლოგო და ბრენდ ბუქი, ჩამოყალიბდა მისი კონცეფცია და სტილი. მომხმარებელთან საკომუნიკაციოდ შეირჩა აკადემიური ენა – სოლიდური და საქმიანი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ცივი საუბრის ტონით (Tone of voice).
აქსის თაუერსი თანამედროვე ინჟინერიის ურთულესი ტექნოლოგიებით შესრულებული არქიტექტურული პროექტია. სააგენტო ლივინგსტონის დავალების სირთულე მდგომარეობდა სწორედ იმაში, რომ კომპლექსური და მასშტაბური მიმართულებები გაეერთიანებინა ერთი ბრენდისა და ვიზუალის ქვეშ. ერთი მხრივ, „აქსის თაუერსის“ სიმბოლო ყოფილიყო მინიმალისტური, ხოლო ამავე დროს, სოლიდური, – მარიკა ლორია, მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორი.
აქსის თაუერსის ცათამბჯენებში პირველი, რაც თვალში გვხვდება, ესაა კონტრასტი, რომელიც ორ შენობას შორის ჩანს, ერთი ქვის შეგრძნებას გვიტოვებს, მეორეში კი იგრძნობა სიმსუბუქე, რაც სამშენებლო მასალების სხვაობითაა გამოწვეული. გადავწყვიტეთ, რომ სიმბოლოც ამ კონცეფციაზე აგვეგო, – აკაკი რაზმაძე, შრიფტის დიზაინერი.
სიმბოლოს წარმოადგენს ვიზუალი, რომელსაც აქვს ბმა როგორც შენობის დიზაინთან, ასევე ქვიშის საათთან. გამოსახულება კი შექმნილია კონტრასტული ფორმებით, რაც როგორც თავად შენობები — სოლიდურობისა და სისადავის განცდას ტოვებს. ბრენდის მიმართულებისა და სტილიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ შავ-თეთრი ფერები გამოგვეყენებინა, – გიორგი ბრეგვაძე, გრაფიკული დიზაინერი.
კრედიტები
არტ დირექტორი: ნიკოლოზ კუმბარი, კახა კახაძე
კრეატიული დირექტორი: გიორგი ავალიანი
გრაფიკული დიზაინერი: გიორგი ბრეგვაძე
ტიპოგრაფია: აკაკი რაზმაძე
დიზაინის გუნდი: ანანო მიმინოშვილი, სანდრო ლალიაშვილი, ანუკი კონიაშვილი, გიორგი ბრეგვაძე, აკაკი რაზმაძე, დავით რეხვიაშვილი
ექაუნთ მენეჯერი: ქეთევან მეფარიძე
სააგენტო: ლივინგსტონი