in ,

ახლად დაფქვილ Cafe Pele-ს შეფუთვაზე უკვე დილის გაზეთის წაკითხვაცაა შესაძლებელი

როგორ შეიძლება დავამტკიცოთ, რომ ყავა, რომელსაც ყოველ დილით ასე სიამოვნებით მიირთმევენ ბრაზილიაში, ახალია და სწორედ იმ დღეს, რამდენიმე საათით ადრე შეიფუთა?! ამ საინტერესო კითხვას Cafe Pele–მ  ორიგინალური პასუხი გასცა.

სანამ მთელს სან–პაულუს ეძინა, პელეს ქარხანაში ახალად მოხალულ ყავას აფქვევდნენ და ფუთავდნენ. განსაკუთრებული ისაა, რომ ყავის შეფუთვაზე გაზეთ Estado de S. Paulo-ის წაკითხვაც იყო შესაძლებელი. დილას ერთგულმა ყავის მოყვარულებმა, გაზეთთან ერთად, ახალშეფუთული ყავაც მიიღეს. ქალაქის დახლებზეც გაზეთი ყავასთან ერთად იყიდებოდა. ასეთი თვალსაჩინო დასტური ყველა ეჭვს აქარწყლებს, ახალშეფუთული პელე ნამდვილად განსაკუთრებულია.

P.S. მსგავსი სიახლე არც საქართველოში გვაწყენდა. წარმოიდგინეთ, გიჭირთ დილით გაღვიძება, მაგრამ გემრიალი ყავის არომატი და ახალი ინფორმაცია ერთდროულად გაფხიზლებენ.

 

იგრძენი მომავალი? ჩემს გვერდით ჩემი ბანკია? სასარგებლო ბანკი? გადმოვიდე? ყველგან და ყველასთვის?

ტემზაზე მოტივტივე გიგანტური მაიმუნი – PG tips ჩაის რეკლამა