9
Oct
2019

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭომ, თბილისში, ვიზიტორთა ცენტრი გახსნა 

9 Oct 2019

თბილისში, აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭომ, ვიზიტორთა ცენტრი Azerbaijan.Travel გახსნა. პროექტის მიზანი, როგორც თავად ამბობენ, ორ ქვეყანას შორის, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებაა.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო ქვეყანაში ტურიზმის განვითარების მხარდამჭერი ეროვნული ორგანიზაციაა. ვიზიტორთა ცენტრი Azerbaijan.Travel ოფიციალურად გახსნეს: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა, აზერბაიჯანის ტურიზმის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ფუად ნაღიევმა და აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭოს გენერალურმა დირექტორმა ფლორიან ზენგსტშმიდმა. 

„აღნიშნული ცენტრი წარმოადგენს უნიკალურ კონცეფციას, რამეთუ ის ხალხს საშუალებას აძლევს, გაეცნონ იმ მრავალფეროვან გამოცდილებებს, რომლებსაც მათ სთავაზობს აზერბაიჯანი. საინფორმაციო სტენდებთან ერთად, ცენტრში განთავსდება ტურისტული სააგენტო, რომელიც ვიზიტორებს გააცნობს დეტალებს ტურებსა და მოგზაურობების შესახებ და მათ მისცემს აღნიშნული ღონისძიებების დაჯავშნის საშუალებას“.

აზერბაიჯანის ტურიზმის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ფუად ნაღიევი ამბობს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს აერთიანებს ღირებულებები, რომლებიც კარგ მეზობლებსა და მეგობრებს ერთმანეთთან კიდევ უფრო აახლოებს.

„ჩვენ შევხვდით საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, მარიამ ქვრივიშვილს. შეხვედრაზე განვიხილეთ არაერთი საკითხი, მათ შორის ისეთი რეგიონული ტურების ორგანიზების საჭიროება, რომლებიც მოიცავს როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანს.”

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭოს გენერალური დირექტორი ფლორიან ზენგსტშმიდი ამბობს, რომ „Azerbaijan.Travel”-ის გახსნით, აზერბაიჯანი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსა და მისი მოსახლეობის მხარდაჭერას.

„აზერბაიჯანი ბევრი კუთხით იდეალური მიმართულებაა. ბაქო არის მდიდარი ქალაქი თანამედროვე ინფრასტრქტურით, შესანიშნავი სატრანსპორტო სისტემებითა და გამოცდილებების მრავალფეროვნებით. აზერბაიჯანელები მოხარული იქნებიან, ქართველ სტუმრებს გაუზიარონ თავისი კულტურა, სამზარეულო და ქვეყანა.”

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭოს ინფორმაციით, მათ ქვეყანაში შესულ ვიზიტორთა 22%-ს საქართველოს მოქალაქეები არიან. როგორც თავად ამბობენ, თბილისიდან პირდაპირი ფრენების, გაუმჯობესებული სარკინიგზო და საგზაო მარშრუტებისა თუ უვიზო მიმოსვლის კვალობაზე, ეს მაჩვენებელი 2020 წელს, სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება.

„აზერბაიჯანი შეუერთდება იმ სახელმწიფოთა სიას, სადაც ტურიზმს მშპ-ში დიდი წილი უკავია. არსებული პროგნოზის თანახმად, შემდეგი 10 წლის განმავლობაში ეს წილი წელიწადში 6%-ს შეადგენს, რითიც აზერბაიჯანი მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მაღალი პოტენციალის მქონე ქვეყანათა ოცეულში შედის“.

თბილისში Azerbaijan.Travel-ის გახსნას წინ უძღვებოდა აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭოს მარკეტინგული კამპანია „შეხედეთ სხვა თვალით“, რომელიც, მათი თქმით, მიზნად ისახავს აზერბაიჯანის დამალული მარგალიტების აღმოჩენის წახალისებას და 2023 წლისთვის ტურისტთა არსებული ნაკადის გაორმაგებას.

„აზერბაიჯანი მდებარეობს აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ აზიის გზაჯვარედინზე. მას გააჩნია ცხრა კლიმატური ზონა, რის შედეგადაც ის მოგზაურებს მთელი წლის განმავლობაში ხელმისაწვდომ ევროპულ გამოცდილებას სთავაზობს. დაწყებული ბაქოს თანამედროვე „ცეცხლოვანი კოშკებიდან“ და დამთავრებული მისი ძველი ქალაქით, რომელიც შეტანილია იუნესკო-ს სიაში, აზერბაიჯანის ღირსშესანიშნაობები მიმზიდველია ყველა ადამიანისთვის – როგორც ინდივიდუალური ტურისტებისთვის, ისე ჯგუფებისთვის. ქვეყნის ცხოვრება და ენერგია გადამდებია. მისი ბაზრებითა და ჯაზ-კლუბებით, ბაქო წარმოადგენს იდეალურ მიმართულებას როგორც უკვე ჩამოყალიბებული ოჯახებისთვის, ისე თაფლობის თვის გასატარებლად და დაქორწინებისთვის.

პარტნიორის კონტენტი 

განხილვა