in

აზრთა ფესტივალს საქართველო წელს პირველად მასპინძლობს — „თქვენი იდეა, ჩვენი სცენა“

საქართველოში პირველად — იდეების გაზიარებისა და დისკუსიების სივრცე, ესტონური Arvamus Festival-ით შთაგონებული აზრთა ფესტივალი სტარტს იღებს!

ფესტივალი, რომელიც 9 სექტემბერს, რიყის პარკში ახალგაზრდული ორგანიზაციის „ტოლერანტობის სამყარო“ ორგანიზებით ტარდება, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს აერთიანებს, სტუმრებს კი დაუვიწყარ და უნიკალურ გამოცდილებას ჰპირდება

ფესტივალზე დაგხვდებათ ხუთი განსხვავებული სივრცე:

  • დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა
  • განათლება
  • მეწარმეობა
  • უნარ-ჩვევების გამომუშავება
  • საქართველოს სამომავლო პერსპექტივები

ფესტივალის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, სასურველ სადისკუსიო სივრცეს შეუერთდნენ. მრავალფეროვან და საინტერესო თემებზე კი შემდეგი მომხსენებლები ისაუბრებენ: ზვიად გაბისონია, ლუკა ჩხეტიანი, ალექსანდრე ჩომახიძე, ბორის „ჩელე“ ყურუა, მარიამ მიროტაძე, ლევან გიგინეიშვილი, ნინი ზექალაშვილი, გიორგი წეროძე, სანდრო ლილუაშვილი და სხვა.

ამასთანავე, ფესტივალზე გაიმართება ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა; მონაწილეების საინტერესო მუსიკალურ გამოცდილებასაც მიიღებენ, პროგრამის დეტალური ინფორმაციის სანახავად კი ეწვიეთ ბმულს.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თბილისის აზრთა ფესტივალი რიყის პარკში 9 სექტემბერს გაიმართება, 12:00-დან 22:00 საათამდე. დასწრება თავისუფალია.

აზრთა ფესტივალის მხარდამჭერია ESTDEV — ესტონეთის საერთაშორისო განვითარების ცენტრი.

[R]

როცა პრობლემები სახლს გწყვეტს — UNHCR-ის ემოციური ვიდეორგოლი

რას უსმენდა საქართველო?! – Spotify-ის აგვისტოს სტატისტიკა