17
Jun
2019

ბოტი, რომელიც თან გაზღვევს, თან გასაჩუქრებს

17 Jun 2019

ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობა სულ უფრო და უფრო იზრდება, მისი დანერგვა კი მომსახურების მრავალ სფეროში წარმატებით ხორციელდება. ბოლო დროს, განსაკუთრებით დიდი მოწონებითა და პოპულარობით სარგებლობენ ჩეთბოტები, რომელთა დახმარებითაც ძალიან მარტივდება ყოველდღიური თუ ბოლო წამისათვის შემონახული საქმეების მოგვარება. იქნება ეს უდროო დროს მოსული სტუმრებისათვის საჭმლის გამოძახება, შეხვედრაზე მოულოდნელად დათანხმებული გოგოსათვის კინოს ბილეთების თუ კაფეში მაგიდის დაჯავშნა და ისეთი პროდუქტების შეძენა, როგორიც გაფრენამდე რამდენიმე საათით ადრე გახსენებული სამოგზაურო დაზღვევაა.

საქართველოში ჩეთბოტების აქტუალობა მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად ძალიან მაღალია. სულ რამდენიმე წელია, რაც ქართულ ბაზარზე ბოტები გამოჩნდნენ და მათ შორის, ერთ-ერთი პირველი თიბისი დაზღვევის მიერ შექმნილი ბი ბოტია, რომელიც უფრო და უფრო მეტ ფუნქციასა და მნიშვნელობას იძენს. ბის, ორი ახალი ფუნქცია დაემატა: შეფასება და მეგობრებისთვის გაზიარება.

ბი ბოტს ყოველთვიურად დააახლოებით 3000 ადამიანი ესაუბრება, ამიტომ მიშვნელოვანია იცოდეს, რას ფიქრობთ მასზე, რას გააუმჯობესებდით, ურჩევდით, რა მოგწონთ და რა არ, რითაც ბი შეძლებს უფრო მოკლე დროში და მეტი ეფექტურობით გაუწიოს დახმარება თითოეულ მომხმარებელს.

იმის გათვალისწინებით, რომ ბი ძალიან მეგობრული ბოტია ჩეთში გაზიარების ფუნქციით უკვე მარტივად შეგიძლიათ თქვენს მეგობრებსაც გააცნოთ და მისი დახმარებით მათაც გაუმარტივოთ პროცესები.

ბი ბოტი თავის მომხმარებელს ყოველთვის ანებივრებს სხვადასხვა საჩუქრით. ამჯერად კი ყოველ მეათე მოგზაურს კინოს ბილეთებით ასაჩუქრებს.

[პარტნიორის კონტენტი]

განხილვა