ზოგჯერ ძალიან რთულია მიულოცო დაბადების დღე ტექსტური მესიჯით, ან Facebook პოსტით და ამავდროულად მილოცვაში გადმოსცე ის, რასაც გრძნობ.
მაგრამ გამოსავალი არსებობს, ბრაზილიის Outback Steakhouse-ში არსებობს სავარძელი, რომელიც ყოველი მილოცვისას გეხუტება. Steakhouse–ი თანამშრომლობს ბრაზილიის სარეკლამო სააგენტო Lew’Lara\TBWA-თან, რომელმაც გადაწყვიტა ციფრული გრძნობა ფიზიკურში გადაექცია.
ერთადერთი, რაც საჭიროა დააკავშიროთ სავარძელი თქვენს Facebook აქაუნტთან და დაჯდეთ. შემდეგ კი, თქვენს კედელზე ყოველი მილოცვის მიღებისას სავარძელი გეხუტებათ.
Outback Steakhouse-ი ყოველ მის დაწესებულებებში წლის ბოლოსათვის, როგორც მინიმუმ ერთი სავარძლის ქონას გეგმავს.
http://youtu.be/V01nbPdWmAg