უმეტესად B2B ბრენდები უკვე არსებული სტრატეგიების გამოყენებაზე ამბობენ უარს, არადა ხშირად ზუსტად ეს არის ის, რაც მათ დიფერენცირებაში ეხმარება… არც SaaS კომპანიები არის ცნობილი რისკებზე წასვლითა თუ ბრენდინგით, მაგრამ ეს პირიქით უნდა იყოს. ნებისმიერმა ბიზნესმა უნდა გაიაზროს თავისივე განმასხვავებელი ფაქტორები. კომპანიები, როგორებიცაა Coke, Delta, Best Buy და McDonald’s, შესანიშნავ პროდუქტებსა და გამოცდილებებს ქმნის, შემდეგ კი საშუალებას აძლევს დნმ-ს, რომელმაც ეს ინოვაციები შექმნა, შეაღწიოს ბაზარზე შესვლის სტრატეგიაში.
მათ სპეციალური პროგრამები და პლატფორმებიც აქვთ, ეს „ელიტური“ გამოცდილება კი ძლიერი, მომხმარებელზე ორიენტირებული და ბრენდის განმასხვავებელი ფაქტორი ხდება. ასე რომ არ იყოს, ნებისმიერი გაზიანი სასმლის, ავიაკომპანიისა თუ ბურგერის ბრენდი წარმატებული იქნებოდა…
Coca-Cola-ს ტალღა თუ McDonald’s-ის ოქროსფერი თაღები წარმოუდგენელ შთაბეჭდილებას ახდენს ჩვენს კოლექტიურ ცნობიერზე. ეს საკულტო ვიზუალი გაყიდვებსაც ზრდის. შემდგომ კი საქმე ბრენდისგან იმედებისა თუ მოლოდინების გამართლებას ეხება — ამერიკის მოსახლეობის 63% თვლის, რომ ბრენდი მომხმარებელთა მოლოდინებს უნდა აჭარბებდეს.
რაღაც ახლის გამოგონება და ლეგენდად ქცევა კი ყველას სურს, მაგრამ სულ ასე არ ხდება. აქამდე უმეტესობას მცირე ნაბიჯებით უწევს მისვლა. შეგიძლიათ კომპანიის რედიზაინს მიჰყოთ ხელი, აირჩიოთ ის ვიზუალი, რომელიც სხვებისგან გამორჩეულს გაგხდით. გაეცნოთ ვიზუალური კომუნიკაციების გზებს, ესტუმროთ მუზეუმებს, ბიბლიოთეკებს, არქივებს ან სულაც Pinterest-ს, რათა ინსპირაცია მიიღოთ. და თუ ცოცხალი ხელოვანები შთაგაგონებთ, მაშინ მხატვარიც დაიქირავეთ. უბრალოდ გახსოვდეთ, რომ თქვენი ნამდვილი ბრენდის დნმ უნდა შეესაბამებოდეს იმ სტილის დნმ-ს, რომელსაც ნერგავთ.
დაბოლოს, შეასრულეთ დაკისრებული ვალდებულება, იყავით მამაცი და დარჩით თქვენივე სტრატეგიის ერთგული…