in

რა გავითვალისწინოთ B2B მარკეტინგში?

B2B მარკეტინგმა შთაგონება B2C სამყაროდან უნდა აიღოს და იყოს მარტივი, მკაფიო, ავთენტური და პერსონალური. კრეატივი მარკეტინგის შეუცვლელი ნაწილია. მის გარეშე, არცერთი კამპანია არ იქნება შედეგიანი. ამავდროულად, B2B ტიპის სამყარო ნაკლებას შემოქმედებითია. განსაკუთრებით თუ ეს მომხმარებელზე მორგებულ მარკეტინგსა და რეკლამას ეხება.

წლევანდელ Cannes Lions 2022-ზე, B2B აქტიური სასაუბრო თემა იყო. ამ მიმართულებით სპეციალური გრან-პრიც გაიცა.

B2B ბრენდებისა და მარკეტერებისთვის უფრო კრეატიული მიდგომა სწორი გზაა, თუმცა B2C-ის დონემდე მისაღწევად, კიდევ ბევრია სამუშაო.

შთაბერეთ სული B2B მარკეტინგს. ციფრული ინოვაცია ვითარდება. B2B ბრენდებისთვის განვითარების ამხელა თვალსაწიერი არასოდეს ყოფილა. შესაძლოა, ამ ტიპის ბიზნესისთვის გაყიდვების მექანიზმი ყველაზე საინტერესო სფერო არ არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სრულიად შესაძლებლობების გარეშე გტოვებთ.

B2B მარკეტინგს მოწყენის ფუფუნება აღარ აქვს. მან ისევე სახალისო და საინტერესო გამოცდილება უნდა შესთავაზოს დამკვეთებს, როგორც B2C ბიზნესმა. B2B-ის ყოველი მყიდველი არის ადამიანი, შესაბამისად, ადამიანური კომუნიკაციის მოთხოვნილება აქვს. ამიტომაც, უნდა გაიგოთ მათი საჭიროებები და შესაბამისად უპასუხოთ მათ.

ადამიანები ბრენდებთან და კომპანიებთან ემოციურ კავშირს ეძებენ. იგივეა B2B-ის შემთხვევაშიც. თუკი ისინი ამას არსებული B2B პარტნიორებისგან ვერ მიიღებენ, სხვაგან მოძებნიან. მიზანი სამიზნე აუდიტორიასთან რეზონირებაა, ემოციური კავშირის დახმარებით. ამისათვის მარტივი, პირდაპირი და მკაფიო გზავნილი დაგჭირდებათ. ადამიანებს სისულელეები არ აინტერესებთ. კონტენტი უნდა იყოს რაც შეიძლება მოკლე და მკაფიო.

მაინც, როგორ შეუძლია B2B-ს საზღვრების გარღვევა და თან მდგრადი, მრავალფეროვანი და ინკლუზიური კონტენტით მიიქციოს ყურადღება? მდგრადობა, დღესდღეობით, პრიორიტეტულია და ზოგჯერ, ფასზე მნიშვნელოვანიცაა. ეკონტაქტეთ გულწრფელად და გამჭვირვალეთ. აკეთეთ ის, რასაც საუბრობთ და ეცადეთ სარგებელი მოუტანოთ საზოგადოებასა და გარემოს. ეს ყველაფერი ფაქტებითა და რიცხვებითაც გაამყარეთ.

 

წყარო: The Drum

Instagram და Facebook უფრო ხშირად უცნობი ადამიანების კონტენტს გვაჩვენებს

Coca-Cola-ს ლოგოს ევოლუცია