in

კარიდან კარამდე – „ელვისის” B2B მიწოდების სერვისი მთელ თბილისსა და მის შემოგარენში

წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ კომპანია, რომელიც აწარმოებს რაიმე პროდუქტს, რომელსაც მომხმარებლამდე ხარისხიანად, სწრაფად და კომფორტულად მიტანა ესაჭიროება. რა იქნებოდა ის ძირითადი მოთხოვნები, რომლებსაც საკუთარ თავს წაუყენებდით? ალბათ ესაა: დრო, დაფარვის არეალი და მომხმარებელზე მორგებული მომსახურება. მომხმარებელი თქვენგან, როგორც მომსახურე კომპანიისგან, საუკეთესო შედეგს ელოდება და ეს შედეგი განაპირობებს როგორც კონკრეტული მომხმარებლის შენარჩუნებას, ისე ახლების მოზიდვასაც. ამ პუნქტების შესრულებისთვის კი საჭიროა, გყავდეთ სანდო მეგობარი, რომელიც თქვენსა და მომხმარებელს შორის კარგი შუამავალი იქნება.

„ელვისის” B2B მიწოდების სერვისი, რომელიც მცირე და დიდ ბიზნესს ემსახურება, ყველა ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნასთან ერთად, კიდევ დამატებითი უპირატესობებითაც გამოირჩევა. QuickShipper ელვისის პროდუქტია, რომლის შესახებაც დღევანდელ სტატიაში გიამბობთ.

პროდუქტის მიწოდება კარიდან კარამდე

თქვენი მომხმარებლისთვის გამზადებული პროდუქციის მისაწოდებლად, საჭიროა მხოლოდ ლოკაციების მითითება. კურიერი მოვა თქვენს ობიექტთან, აიღებს ამანათს და მიაწოდებს ადრესატს. დამკვეთამდე ამანათის მიწოდება კომპანიის მხრიდან მკაცრად გაკონტროლდება, რათა მომხმარებელს მაქსიმალური კომფორტი შეექმნას. „ელვისი” თბილისის ყველა წერტილსა და მის შემოგარენში მოგემსახურებათ. 

დრო, რომელიც ასე ძვირფასია

დრო თქვენთვისაც, როგორც კომპანიისთვის და თქვენი მომხმარებლისთვისაც ძალზე ძვირფასი ფაქტორია, განსაკუთრებით მომსახურების სფეროში. ყველას სურს თავისი ამანათის უმოკლეს დროში მიღება, რაც ხშირად ხდება ხოლმე უკმაყოფილების მიზეზი, რადგან ბევრი შეკვეთის გამო, კომპანიები ხშირად ვერ უზრუნველყოფენ სწრაფ მიწოდებას და 2-3 სამუშაო დღე მაინც სჭირდებათ შეძენილი პროდუქტის გასაგზავნად. QuickShipper შეკვეთის დაფიქსირებიდან 2-3 საათში ასრულებს მას, თუმცა ამასთან, კომპანიებს გთავაზობთ მორგებულ დროს, ანუ ელვისსა და კომპანიას შორის ხდება შეთანხმება, თუ რამდენ ხანში უნდა ჩაბარდეს მომხმარებელს ამანათი.

ბრენდირებული SMS

„ელვისის” დახმარებით, მომხმარებელს შეკვეთის შესახებ შეტყობინება ეგზავნება, რომლის სათაურშიც ჩანს თქვენივე ბრენდის სახელი, რაც კიდევ ერთი კომფორტული საშუალებაა, ერთი მხრივ, მომხმარებლის ინფორმირებისთვის, მეორე მხრივ კი, მისდამი ყურადღების გამოსახატად, რასაც, დაგვეთანხმებით, ძალიან აფასებენ მომხმარებლები. ეს კი თქვენი, როგორც ბრენდის იმიჯისთვის კიდევ ერთი ბონუსია. 

მიღება-ჩაბარების გაფორმება

ბიუროკრატიული ამბების მოგავრებაც თუ გჭირდებათ შენაძენთან დაკავშირებით, „ელვისის” კურიერს შეუძლია მიღება-ჩაბარების აქტიც გააფორმოს ადრესატთან. 

ზემოჩამოთვლილ უპირატესობებთან ერთად, ბონუსის სახით შეგვიძლია გითხრათ, რომ ელვისს შეუძლია პირადი მენეჯერის გამოყოფაც. თუკი ხართ ობიექტი, რომელსაც აქვს კითხვები და სჭირდება მიწოდების სერვისთან დაკავშირებით დახმარება, „ელვისი” მენეჯერსაც გამოგიყოფთ დასახმარებლად. სურვილის შემთხვევაში კი, ნივთის დაზღვევაც არის შესაძლებელი. 

ერთი სიტყვით რომ შევაჯამოთ, QuickShipper კომპანიასა და მის მომხმარებელზე ინდივიდუალურად მორგებული სერვისია. ის ერთდროულად ემსახურება როგორც ბრენდს, ისე მის მომხმარებლებს და მიზნად ორივესთვის კომფორტის შექმნა აქვს. თუ ჯერ არ გისარგებლიათ QuickShipper მომსახურებით, შეგიძლიათ ამ ბმულზე შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა, რის შემდეგაც „ელვისის” წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ.

[R]

HONOR X8-ის შეძენას უკვე საქართველოში შეძლებთ!

Somnium Space მიცვალებულებთან საუბრის საშუალებას მოგცემთ