Touch Summit 2025, კავკასიის რეგიონის გამორჩეული ტექნოლოგიური ღონისძიება, წელს, 5–6 დეკემბერს, თბილისში ჩატარდება და ორ დღეს დაუთმობს ინოვაციებზე, სტარტაპებსა და ტექნოლოგიის მომავალზე საუბარს. სამიტის მთავარი სცენები რუსთაველის თეატრში და შემდეგ D Block-ში 1000-ზე მეტ დელეგატს გააერთიანებს, ასევე, 60+ საერთაშორისო სპიკერსა და რეგიონული სტარტაპეკოსისტემის ლიდერებს.
სამიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა B2B Startup Expo, რომელიც 5 დეკემბერს გაიმართება და ფოკუსირებული იქნება იმ სტარტაპებზე, რომლებიც ქმნიან პროდუქტებს ბიზნესების ზრდის, ოპტიმიზაციისა და ტრანსფორმაციისთვის.
რატომ უნდა მიიღოთ მონაწილეობა B2B Startup Expo-ში?
Expo-ში მონაწილე სტარტაპი მიიღებს შესაძლებლობას, საკუთარ პროდუქტი გააცნოს ინვესტორებს, დამფუძნებლებსა და კორპორაციულ ლიდერებს საქართველოსა და საერთაშორისო ბაზრებიდან.
ეს არის ადგილი, სადაც ინოვატორული იდეები რეალურ ბიზნესკონტაქტებად გადაიქცევა.
რას მოიცავს B2B Expo-ში მონაწილეობა სტარტაპისთვის?
- 1 ექსპოსტენს
- 1 Full Pass-ს დამფუძნებლისთვის
- Startup Pitch-ში მონაწილეობის შესაძლებლობას
ვის შეუძლია მონაწილეობა?
პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ B2B ტექნოლოგიურ სტარტაპებს, რომელთაც აქვთ:
• მზა პროდუქტი ან MVP
• პროდუქტი ან სერვისი, რომელიც რეალურ ბიზნესპრობლემას წყვეტს
• ინოვაციური მიდგომა და მასშტაბირების პოტენციალი
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 1 დეკემბერი
რატომ Touch Summit?
Touch Summit 2025 კიდევ ერთხელ აერთიანებს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლებს, მათ შორის როგორიცაა: Meta, Google, NVIDIA და სხვა — ქმნის სივრცეს, სადაც რეგიონული სტარტაპები მსოფლიო ხედვებს უერთდებიან. ორი დღის განმავლობაში მონაწილეები შეძლებენ დაესწრონ keynote-ებს, პანელურ დისკუსიებს, ვორკშოპებს, Pitch Competition-ს, ნეთვორქინგსესიებს, რომლებიც სტარტაპებს, ინვესტორებსა და ბიზნესის ეკოსისტემას აერთიანებს.
არ გამოტოვოთ შანსი, თქვენი სტარტაპი წარადგინოთ რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურ ტექღონისძიებაზე.
ადგილები შეზღუდულია.
[პარტნიორის კონტენტი]











