in

21 მარტს „ბაბალეში“ გაზრდილი CashBack აქციით შეძლებთ სარგებლობას!

21 მარტს, მსოფლიო დაუნის სინდრომის დღეს აღნიშნავს. წელს, ამ დღესთან დაკავშირებით, ლიბერთი ბანკის ლოიალობის პროგრამა CashBack და სოციალური საწარმო „ბაბალე“, ერთობლივ ერთდღიან აქციას გეგმავს და „ბაბალეს“ მიერ წარმოებულ ნებისმიერ ნივთზე 50%-იან CashBack-ს სთავაზობს მომხმარებლებს. გამოფენა-გაყიდვა „ბაბალეს“ სოციალურ საწარმოში გაიმართება. გამომდინარე იქიდან, რომ საწარმოს ყველა თანამშრომელი დაუნის სინდრომის მქონე პირია და „ბაბალეს“ ყველა პროდუქტი სწორედ მათი შემოქმედებაა, აქციაში მონაწილეობით მათ პროფესიულ დასაქმებასა და განვითარებაში შეიტანთ წვლილს. CashBack-ისა და „ბაბალეს“ მეგობრობა ერთი წლის წინ დაიწყო და წარმატებით გრძელდება. აღსანიშნავია, რომ საწარმო „ბაბალეს“ პროდუქციაზე მუდმივი 5%-ანი CashBack მოქმედებს და მომხმარებელს არასააქციო დღესაც შეუძლია სასურველი ნივთი CashBack სარგებლით შეიძინოს. რას გულისხმობს აქციაში მონაწილეობა და რა მნიშვნელობა აქვს ამ თანამშრომლობას, „ლიბერთის“ ლოიალობის განყოფილების უფროსი დარეჯან მალაღურაძე და სოციალურ საწარმო „ბაბალეს“ დირექტორი ლია ტაბატაძე გვიამბობენ.

M: როგორ არის შესაძლებელი აქციაში ჩართვა?

დარეჯან მალაღურაძე

დარეჯან მალაღურაძე: CashBack პროექტში ჩართვა საკმაოდ მარტივია, მნიშვნელოვანია მომხმარებელმა დაიცვას რამდენიმე ძირითადი ეტაპი:

1. გადმოწერე აპლიკაცია ან შედი ვებგვერდზე www.cashback.ge

2. გაიაქტიურე სასურველი შეთავაზება

3. გადაიხადე ლიბერთის ბარათით, ლიბერთის ტერმინალზე

4. ყოველთვის მოითხოვე ლიბერთის ტერმინალი

დასაბრუნებელი CashBack-ის ლიმიტი 200 ლარია.

M: რატომაა ლიბერთისთვის ბაბალესთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანი?

დარეჯან მალაღურაძე: დღეის მდგომარეობით, CashBack-ში 500-ზე მეტი პარტნიორი კომპანიაა წარმოდგენილი, განსხვავებული კატეგორიების მიხედვით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საინტერესო CashBack სარგებელთან ერთად, მომხმარებლებს შევთავაზოთ მრავალფეროვნება. „ბაბალეს“ საწარმო CashBack-ისთვის ერთ-ერთი გამორჩეული მეგობარი კომპანიაა. Cashback-ისა და „ბაბალეს“ მეგობრობა უკვე წელიწადზე მეტია გრძელდება, რომლის ფარგლებში გასულ წელს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, უკვე განვახორციელეთ წარმატებული ერთობლივი აქტივობა. მონაწილეობას იღებდა ბაბალეს გუნდის ყველა წევრი, რომელთაც თავიანთი შექმნილი პროდუქცია წარუდგინეს მომხმარებელს. Cashback-ისა და ბაბალეს მეგობრობა აუცილებლად გაგრძელდება და სამომავლოდ, კიდევ ბევრ საინტერესო აქტივობას ვპირდებით ჩვენს მომხმარებელს.

M: როგორ ჩამოყალიბდაბაბალესა“ და CashBack-ს შორის მჭიდრო ურთიერთობა

ლია ტაბატაძე.
ფოტო: ანა გოგუაძე

ლია ტაბატაძე: ლიბერთის თანამშრომლები ერთი წლის წინ დაგვიკავშირდნენ. შევხვდით ერთმანეთს და ჩვენს შორის ძალიან პოზიტიური კომუნიკაცია წარიმართა. შემოგვთავაზეს,  ჩავრთულიყავით მათი CashBack-ის აქციაში, ძალიან მისაღები და ლოალური პირობებით და ჩვენც ერთხმად გადავწყვიტეთ მჭიდრო თანამშრომლობა. პირველი ერთობლივი აქცია დავგეგმეთ ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღისთვის და საკამოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა. ამ ეტაპზეც დაიგეგმა CashBack-ის აქცია, ჩვენი კამპანიის დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის აღნიშვნის ფარგლებში. ჩვენ ტრადიციულად ამ დღესთან დაკავშირებით ვაკეთებთ ჭრელი წინდების კამპანიას, წლევანდელი წინდები შექმნილია დაუნის სინდრომის მქონე ახალგაზრდა მხატვრის ლექსო ფოდიაშვილის ნამუშევრების მიხედვით, რომელიც აგებულია ქოლგების დიზაინზე, ქოლგა არის დაუნის სინდრომის ასოციაციის ფონდის სიმბლო და სწორედ ფონდის ბენეფიციარებს მოხმარდება შემოსული თანხები.

M: რატომაა მნიშვნელოვანი ორგანიზაციების მხარდაჭერა ბაბალესთვის?

ლია ტაბატაძე: „ბაბალე“ წლებია კომპანიებს სასაჩუქრე კორპორაციულ შეთავაზებებს უკეთებს სხვადასხვა დღესასწაულზე და უზრუნველყოფს ვორქშფებს თანამშრომლებითვის, რომლებიც მოდიან საწარმოში და ჩვენ გუნდთან ერთად ქმნიან საკუთარ სუვენირებს. გარდა ამისა, ვთანამშრომლობთ ჩვენი ახალგაზრდების სტაჟირებისა და დასაქმების მიმართულებით, რომ შევძლოთ სხვადასხვა კომპანიაში მათი დასაქმება. შედეგად, უკვე გვაქვს ორი წარმატებული მაგალითი. „ბაბალეს“ საქმიანობისთვის, ბიზნესისა და სოციალური კუთხითაც აუცილებელია უზრუნველვყოთ დაუნის სინდრომის მქონე ახალგაზრდების დამოუკიდებელი ცხოვრება. შესაბამისად, საბაზისოდ მნიშვნელოვანია კომპანიებთან მჭიდრო, ეფექტური და მუდმივი თანამშრომლობა.

M: უკვე არაერთი წელია მუშაობთ და დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებისთვის ქმნით სათანადო გარემოს. რითაა მნიშვნელოვანი CashBack-ისა და „ბაბალეს“ მეგობრობა თქვენი გუნდის წევრების განვითარებისთვის?

ლია ტაბატაძე: საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია დავაფუძნეთ 2017 წელს დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების დედებმა და თავად დაუნის სინდრომის მქონე პირმა, ასევე ასოციაციის დამფუძნებელია „კავშირი ჩვენი ბავშვები“. სწორედ ასოციაციიამ დააფუძნა სოციალური საწარმო „ბაბალე“, სადაც შეიქმნა დაუნის სინდრომის მქონე პირთა დასაქმების ფაქტობრვივად პირველი პრეცედენტები. გარდა დასაქმებისა, ჩვენ გვაქვს არტ თერაპიის პროგრამა ბავშვებისთვის, პროფესიული უნარების განვითარების და პროფორიენტაციის პროგრამა მოზარდებისთვის, სტაჟირების და მხარდაჭერითი დასაქმების პროგრამა ახალგაზრდებისთვის. ამ ყველა პროგრამულ მიმართულებას „ბაბალე“ ფარავს საკუთარი სახსრებით, „ბაბალეში“ დამზადებული და გაყიდული პროდუქციიდან შემოსული თანხებით. 

სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობით, „ბაბალე“ შეძლებს ადგილის დამკვიდრებას კონკურენტულ გარემოში, რომ იყოს სიცოცხლისუნარიანი. ამრიგად, CashBack-ისა და „ბაბალეს“ მეგობრობა ჩვენთვის პრიორიტეტული თანამშრომლობაა.

M: როგორია თქვენი მოლოდინი, ამ და სხვა აქტივობებით, რა დადებითი გავლენის მოხდენა შეგიძლიათ, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად და ამ ადამიანებისთვის უკეთესი გარემოს შესაქმნელად?

ლია ტაბატაძე: ჩვენი მოლოდინი CashBack-ის აქციასთან დაკავშირებით მაღალია. ველოდებით მომხმარებლებს, რომლებიც ისევე დარჩებიან შემოთავაზებული აქციით კმაყოფილები, როგორც ჩვენ და ეს ურთიერთობა იქნება ყველა მხარისთვის სასარგებლო.

დარეჯან მალაღურაძე: CashBack მუდმივად ცდილობს ხელი შეუწყოს „ბაბალეს“ საწარმოს შესახებ ინფორმაციის გავრცელებას. გაზრდილი CashBack აქციის დროს, განსაკუთრებით იზრდება აუდიტორიის მხრიდან საწარმოს მიმართ ინტერესი, რაც ნამდვილად სასიხარულოა. აღსანიშნავია, რომ საწარმოში შეძენილი ნივთებით შესული თანხა ხელს უწყობს დაუნის სინდრომის მქონე ახალგაზრდების პროფესიულ დასაქმებასა და განვითარებას, რაც CashBack-ისთვის „ბაბალესთან“ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და გააქტიურების მნიშვნელოვანი მოტივაციაა.

 

 

[R]

მაიკროსოფტი App Store-ის კონკურენტს ქმნის

„We Are 1“ — Nike-ის რეკლამა, რომელიც ფანტასტიკურ ფილმს ჰგავს