in

დასვენება და სალაშქრო თავგადასავლები „ბაბანეურის მარანში“ – ქალ მეღვინეთა კვალდაკვალ

ქალ მეღვინეთა მარშრუტის კვალდაკვალ, თქვენ იმოგზაურებთ იმ მარნებში, სადაც ქალებმა საკუთარი მეურნეობები მოაწყვეს. ისინი ვიზიტორებს იმ ტრადიციებსა და კულტურულ ფასეულობებზე უამბობენ, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში მათ რეგიონში ქართული სტუმარმასპინძლობის ისტორიას წერდა.

ქალ მეღვინეებს ღვინის ინდუსტრიაში ღირსეული ადგილი უჭირავთ. გავრცელებული სტერეოტიპების საპირისპიროდ, ისინი წარმატებული და ძლიერი მეურნეები არიან. უმრავლესობა ახალ პროფესიას დაეუფლა,  თავად გახსნა საკუთარი ღვინის საწარმო, ვენახს უვლის და დარგის სპეციალისტებთან ერთად ღვინის წარმოების პროცესს ასრულებს. დღეს მეღვინე ქალები სამაგალითო მეწარმეები არიან და წარმატებით ოპერირებენ ქართულ და მსოფლიო ბაზარზე.

შემდეგი მასპინძელი ნინო ნინუაა, რომელიც „ბაბანეურის მარანში“  გიმასპინძლებთ. მარანს გამორჩეული ადგილმდებარეობა აქვს ის ბაწარაბაბანეურის დაცული ტერიტორიითაა გარშემორტყმული, ხედი ალაზნის თვალუწვდენელ ველზე იშლება. სოფელიალაზნის სამი ბიოსფერული რეზერვატისნაწილია და უცხოელ ვიზიტორებშიც სარგებლობს პოპულარობით. ლაშქრობის მოყვარულთათვის ნაკრძალში 18კმ სიგრძის ეკოსაგანმანათლებლო ბილიკებია მოწყობილი. ადგილმდებარეობის გამო აქაურობას თუშეთში მიმავალი ტურისტებიც ხშირად სტუმრობენ

ბაბანეურის მარანშიღვინო ქართული ტრადიციული მეთოდით იწარმოება. არჩევანი მრავალფეროვანია: ქისი, ახმეტური მწვანე, საფერავი, რქაწითელი, ხიხვი, როზე და ამბორი. სადეგუსტაციო სივრცეში ნინო  სტუმრებს თავად მასპინძლობს და ღვინის კულტურის შესახებ საკუთარ გამოცდილებას უზიარებს.

ბაბანეურის მარანი“ 13 სასტუმრო ოთახს, საცურაო აუზსა და მოსასვენებელ კუთხეებს აერთიანებს. წვეულებებისა და კონფერენციებისთვის გათვალისწინებულია მყუდრო დარბაზიც.

მასპინძლები  განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ კერძებში ადგილობრივი პროდუქტის გამოყენებას, რომელსაც მოსახლეობისგან ყიდულობენ. მრავალფეროვანია კახური კულინარიული მასტერკლასების არჩევანიც.

ბაბანეურის მარნისსერვისები თითოეული სტუმრის მოთხოვნაზეა მორგებული

CES 2025-ზე მაკიაჟის MR ტექნოლოგია წარადგინეს

Dunkin’-მა დეოდორანტი გამოუშვა