in

მნიშვნელობა არ აქვს, როგორ ჟღერს შენი ინგლისური – ნებისმიერი აქცენტი მშვენიერია

ენის შესწავლის აპლიკაცია Babbel ახალ, 60 წამიან რეკლამაში გვეუბნება, რომ ნებისმიერი აქცენტი შეუდარებელია.

აშშ-ში ინგლისურის მოსაუბრე ადამიანები, რომლებისთვისაც ეს ენა მშობლიურია, განსხვავებული ქვეყნებიდან არიან წარმოდგენილები: ავსტრალიიდან, ირლანდიიდან… და დიალექტისა და სლენგების არაერთ ვარიაციას აჟღერებენ.

მაგრამ უცხოური აქცენტები, ისეთები, რომელიც ბევრ ინგლისურის არამკვიდრ მცოდნეს აქვს, უფრო მეტს ამბობენ ადამიანზე. მაგალითად, იმას, რომ მათ მშობლიურთან ერთად, უცხო ენის შესწავლაც მოუწიათ და რაც უფრო ძლიერია მათი დიალექტის გავლენა, რომ მით უფრო გვიან დაიწყეს ახალ ენაზე საუბარი.

მიუხედავად ამისა, ადამიანებს ერიდებათ ხოლმე თავიანთი აქცენტის გამო. ამიტომ, ისინი საუბარს ერიდებიან და შედეგად, ენის პრაქტიკას ვეღარ იღებენ.

Babbel-ის გლობალური კამპანია კი, რომელზეც Forsman & Bodenfors Gothenburg-მა იმუშავა, ამბობს, რომ ცუდი აქცენტი არ არსებობს და რომ ნებისმიერი მათგანი საამაყოა.

 

კუები შველას ითხოვენ! – Greenpeace UK-ის ანიმაცია

რატომ გაქრა Fox, სტუდია 20th Century Fox-ის დასახელებიდან?