სამზარეულო უდაოდ სახლის განსაკუთრებული ადგილია, გარდა იმისა, რომ სწორედ აქ მზადდება გემრიელი კერძები, ყველაზე მეტი ხალისი და ფუსფუსიც სწორედ აქ ტრიალებს ხოლმე. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც სახლში პატარა გოგონასა და ბაბუას მარტო ტოვებენ, თან ამ უკანასკნელს აბარებენ, შვილიშვილს კარგად აჭამოს. IKEA-მ თავისი არაჩვეულებრივი სამზარეულოსთვის ძალიან სახალისო და თბილი სარეკლამო ვიდეორგოლი შექმნა. ის, თუ როგორ ამზადებენ მხიარული ბაბუა და საყვარელი შილიშვილი გაურკვეველი წარმომავლობისა თუ შემადგენლობის სადილს, ნამდვილად ძალიან კარგი საყურებელია. მზადების პროცესი იმდენად საინტერესო და საყვარელია, რომ გემოს აღარავინ უყურებს, მაცივარში უკვე გამზადებულ სადილზე საუბარი ხომ საერთოდ ზედმეტია, აქ მთავარი ემოციები და მიღებული შთაბეჭდილებებია.
https://www.youtube.com/watch?v=JMATJ5J5NTQ












