ახალგაზრდა, განსაკუთრებით კი, გამოუცდელი მშობლები ყოველთვის აქტიურად ცდილობენ აღზრდასთან დაკავშირებული ინფორმაციის ინტერნეტში მოძებნას, მაგრამ ამის დრო იშვიათად აქვთ.
Saatchi & Saatchi Interactive Solutions პოლონეთმა, აღზრდასთან დაკავშირებულ ლიდერ საიტ Rodzice.pl – სთან თანამშრომლობით, წამოიწყო ახალი პროექტი ‘’Baby Browser”: გუგლ ქრომის დანამატი, რომელიც მშობლებს საშუალებას მისცემს წაიკითხონ ნებისმიერი ტექსტური კონტენტი (სოციალური მედიის არხების გამოკლებით), სანამ ეკრანზე გამოტანილი გამოსახულებები ბავშვს გაართობს.
გუგლ ქრომის ამ უფასო დანამატის ფუნქციონირების პრინციპები დაფუძნებულია ორ წლამდე ბავშვების ფერებისა და ფორმების აღქმის თავისებურებების კვლევებზე და შექმნილია ბავშვთა ფსიქოლოგთან თანამშრომლობით. საბოლოო შედეგად ვიღებთ ინტერფეისს, რომელსაც ეკრანზე გამოაქვს წითელი, შავი და თეთრი გრაფიკული გამოსახულებები, რომლებიც, მეცნიერული კვლევების თანახმად, ბავშვების ტვინისთვის ყველაზე მიმზიდველად აღსაქმელია. მსგავსი სტიმულაცია ეფექტურია ბავშვის ვიზუალური აღქმის შესაძლებლობების განსავითარებლად. ამ პროცესის 90% ბავშვის არსებობის პირველ ექვს თვეში მიმდინარეობს.
დანამატის გამოსაყენებლად მშობლებმა უბრალოდ უნდა დააყენონ ‘’ბეიბი ბრაუზერი’’, რომელიც მომენტალურად გამოჩნდება ქრომის ზედა პანელზე. დაკლიკებისთანავე, ნებისმიერი ტექსტი, განურჩევლად ენისა, გარდაიქმნება ანიმაციურ გვერდად. ეს საშუალებას მისცემს მშობლებს, რომ ბავშვის აღზრდის ადრეულ პერიოდში მოძებნონ მნიშვნელოვანი ინფორმაცია დროის დაკარგვის გარეშე. ანიმაციის სიჩქარე და ხანგრძლივობა დამოკიდებულია თავად სტატიის სიდიდეზე და გაკონტროლებადია მშობლის მიერ.
პიოტრ ოსინსკი და პატრიცია ლუკიანოვი, პროექტის კრეატიული ჯგუფის წარმომადგენლები ამბობენ, რომ: ‘’ბავშვთა მოვლის გადატვირთულ მარკეტზე ახალი არხებით კომუნიკაცია უმნიშვნელოვანესია. Rodzice.pl-მ დაამტკიცა, რომ მათ ნამდვილად ესმით თავიანთი მკითხველების – ადამიანების, რომლებისთვისაც საინტერესო ინფორმაციის წასაკითხად შეიძლება ხუთი წუთის გამონახვაც კი რთული იყოს. კარგი ის არის, რომ მათ არც მკითხველების შვილების ინტერესები დაუვიწყებიათ“.
არტურ ვიგრიზმა, Rodzice.pl-ს დამაარსებელი ამატებს: ‘’თუ ზომიერად გამოვიყენებთ, ‘’ბეიბი ბრაუზერი’’ არის შესანიშნავი გზა ბავშვის გონების განვითარების ეფექტური სტიმულირებისთვისა და მშობლის ძვირფასი დროის დასაზოგად, მაშინ, როდესაც მას ძალიან სჭირდება მნიშვნელოვანი რჩევის მიღება ონლაინ რესურსებიდან.’’
CREDITS:
Agency: Saatchi & Saatchi Interactive Solutions, Poland
Regional Creative Director, Saatchi & Saatchi EMEA – John Pallant
Creative Director: Kamil Majewski
Deputy Creative Director: Michał Pawłowski
Associate Creative Director: Patrycja Lukjanow
Associate Creative Director: Piotr Osiński
Art Director: Patrycja Lukjanow
Copywriter: Piotr Osiński
Digital Designers: Ewelina Eliasz, Anna Dudek, Rafał Bauer (eCommerce Design Director)
Brand & Communication Planner: Jan Grodecki
Account Management: Julia Dziurbiejko, Dominika Majcher, Izabela Siek
Producer: Maria Gołosz
Development: Grzegorz Sulich
Project Management: Piotr Kraucki, Tomasz Nowak, Jarek Przybyszewski
Project consultant (Child development): Marta Żysko-Pałuba
Animation: Imagined by MELT
Direction / Art Direction / Visual Screenplay: Kuba Matyka, Kamila Staszczyszyn 3D Animation: MELT
Sound: Sound Studio: Studio Spot, Sound Designer: Marek Domański, Sound Producer: Emilia Dąbrowska, Katarzyna Kowalczyk
Video Case: Studio: Expresso, Saatchi & Saatchi IS Sound: Expresso Postproducer: Ela Mikołajczyk