in

პატარა იოდას ახალი სათამაშო, რომელიც ხელოვნური ინტელექტით ფუნქციონირებს

იცით, სულ მალე ყველა მაღაზიის ვიტრინაში რა გამოჩნდება? პატარა იოდას სათამაშო, მაგრამ არა „უბრალო“… ახალი სათამაშო იოდა ცნობისმოყვარე ბავშვივით ყველგან გამოგყვებათ, სადაც წახვალთ.

მისი შემქმნელის, მანუელ აჰუმადას მიზანი იყო, ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებით შეექმნა ყველასაგნ განსხვავებული პატარა იოდას სათამაშო. ამ ამბიციამ და სურვილმა კი აი, სანამდე მიიყვანა იგი – გამოიყენა 3D პრინტერის „რობოტული ჩარჩო“ ბორბლებით, რათა იოდა სწრაფად „აედევნოს“ ჩვენს ნაბიჯებს, მისი თავი და ხელები კი ჩვეულებრივ მოძრაობს.

ისევე, როგორც სხვა მსგავსი სათამაშოებისა, აჰუმადას ნამუშევარის მართვაც შესაძლებელია PlayStation 4-ით, თუმცა მეტი ავტონომიურობისთვის, უმჯობესია, წინასწარ ჩაიწეროს გარკვეული მოძრაობები და შემდეგ თავად შეასრულოს პატარა იოდამ. ეს მას უფრო ბუნებრივს გახდის.

ყველაზე საინტერესო ჯერ კიდევ წინ არის!

დააკავეთ პატარა იოდას ხელში მობილური, რომელშიც ჩართული იქნება Intel’s OpenBot app – რაც თქვენს მობილურს „რობოტად გარდაქმნის“, ის იყენებს მანქანური სწავლების მოდელებს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი მისი გამოყენებით პატარა იოდა ადამიანის იდენტიფიკაციას ახდენს, აღიქვამს მათ მოძრაობასა და ლოკაციას.

მოგზაურობა თუ მოგენატრათ, სინგაპურის აეროპორტს თქვენთვის სათქმელი აქვს

Z-თაობის წარმომადგენელთა ქცევა კაპიტალიზმს უფრო ეთიკურს გახდის?