დაივიწყეთ მოსაწყენი ვარსკვლავები – მათ ნაცვლად საახალწლო ნაძვის ხეზე პატარა იოდა მოათავსეთ!
გულშემატკივრებმა ამ ტრენდს სიმბოლური ახსნა მოუძებნეს, პატარა იოდას ვარსკვლავი 2020 წელსაც კი განაგრძობს ბრწყინვალებას. ალბათ, ამაზე ოსტატი იოდას წარსულის ისტორიამაც იმოქმედა, რომელიც მაყურებელმა ახლახან იხილა სერიალ მანდალორელში.