6
Apr
2014

ახალი ბიზნესი, ცხოვრების ყველაზე ლამაზი წუთების დასამახსოვრებლად Baby Zoom

6 Apr 2014

Startauperi
Startauperi


baby-zoomსაქართველოში ახალი ინოვაციური ბიზნესი – Baby Zoom-ი გამოჩნდა, იგი ცხოვრების ყველაზე ლამაზი წუთების დამახსოვრებაში დაგეხმარებათ. მარკეტერი კომპანიის დამფუძნებელს – ქეთევან მაღულარიას ესაუბრა.

რა არის Baby zoom? 

2014 წლის თებერვალში დაარსდა კომაპნია Baby Zoom, რომელიც არის ინოვაცია  საქართველოს ბაზარზე.

Baby Zoom -ის ინოვატორული მომსახურება ეფუძნება მიზანს, რომ აღბეჭდოს თქვენი პატარების პირველი შეხება და პირველი ნაბიჯი ჩვენს სამყაროში.  მოგეხსენებათ თუ რაოდენ სასიხარულოა ბავშვის დაბადება, დღე რომელიც ყოველთვის ახსოვს მშობლებს განსაკუთრებით  დედას. თუმცა დროთა განმავლობაში გვავიწყდება თუ როგორ გამოიყურებოდა ჩვენი პატარა, აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ შევთავაზოთ დედებს  ახალშობილების ფოტო ალბომი, რომელიც ყოველთვის თვალწინ გადაგვიშლის და გაგვახსენებს პატარას, მეთოდი, რომელიც საკმაოდ პოპულარულია ევროპასა და ამერიკაში. „ Baby Zoom” აღბეჭდავს იმ მნიშვნელოვან წუთებს, რომელთა გახსენება მუდამ გაგრძნობინებთ თავს ყველაზე ბედნიერ ადამიანად.

ბეიბიზუმი

როგორ გაჩნდა მისი შექმნის იდეა?

ketevan-magularia

საფრანგეთის ქ. გრენობლში შემეძინა პირველი ბავშვი-სესილი. სამშობიარო სახლში შემომთავაზეს სამახსოვრო ფოტოების გადაღება ბავშვთან ერთად, თავდაპირველად  შევყოყმანდი, რადგან ვერ წარმომედგინა ჩემი თავი და რამდენიმე დღის ახალშობილის ლამაზი ფოტოები, როდესაც ჩემი ყოყმანი შენიშნეს შემომთავაზეს დამეთვალიერებინა ახალშობილების ალბომი. ფოტოების დათვალიერებისთანავე დავთანხმდი იმდენად შთამბეჭდავი და ხარისხიანი იყო  პროფესიონალის მიერ გადაღებული სურათები. ბევრი ფოტოები მაქვს, რომელიც გადაღებულია ჩემი და ჩემი ახლობლების მიერ, მაგრამ იქ გაკეთებული პირველი ალბომი მაინც ყველასგან გამორჩეულია, სწორედ მაშინ დაიბადა ეს იდეა.

 ვინ არიან ადამიანები ვინც ეს პროექტი შექმნეს?

თბილისში ჩამოსვლის შემდეგ გადაწყვეტილი მქონდა გამეკეთებინა მსგავსი პროექტი საქართველოში, რისთვისაც დავაფუძნე შ.პ.ს „Baby Zoom“-ი რომლის ერთადერთი დამფუძნებელი მე გახლავართ.

რამდენად პოპულარულია იგი საქართველოში და თუ არსებობს მასზე მოთხოვნა?

სულ რამოდენიმე თვეა რაც დაიწყო მუშაობა Baby Zoom -მა და საკმაოდ წარმატებით ახორციელებს თავის საქმიანობას , როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ახალშობილის ფოტოალბომი ახალი პროდუქტია საქართველოში. დღეისათვის ის პოპულარობით სარგებლობს, როგორც ყველაზე უფრო ორიგინალური საჩუქარი ახალშობილისა და თავისი მშობლებისათვის.

 რა მომსახურებას სთავაზობთ მომხმარებელს და როგორ ხდება მომსახურება? 

ბეიბიზუმი23ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებელს დაუვიწყარი წუთების აღბეჭდვას, რომელსაც უზრუნველყოფს ჩვენი კომპანიის პროფესიონალთა გუნდი, მაღალი ხარისხით და ხელმისაწვდომ ფასად,  ჩვენი პრიორიტეტია ახალშობილის ფოტოალბომის შექმნა, რომელიც მოიცავს:
• A3 ზომის ფოტო-პოსტერს.
• პროფესინალურად დამუშავებული A5ზომის ფოტოებს.
• „Baby Zoom“-ს ბრენდირებული საბავშო ფოტო ალბომი,
რომელშიც ჩაკრული იქნება ზემოთ ხსენებული A5ზომის ფოტოები.

ასევე საჩუქრად ვთავაზობთ დისკზე ჩაწერილ ფოტოებს.

რადგან მუშაობა გვიხდება სპეციფიურ გარემოში (სამშობიაროში) მკაცრად გვაქვს დაცული ჰიგიენის ნორმები. (მუშაობის დროს გამოყენებულია მხოლოდ ერთჯერადი მოხმარების ნივთები)

გამოხმაურება გვქონდა ასევე იმ მშობლების/ახლობლების მიერ რომელთა პატარა უკვე  სახლშია, რათქმა უნდა გულს არ ვწყვეტთ და  Baby Zoom ფოტო სესიას ატარებს მომხმარებლის მიერ შერჩეულ ადგილას.

ვითვალისიწინებ რა  გარკვეულ სოციალურ პასუხისმგებლობას,  ჩვენი მომსახურება  სხვადასხვა შემოსავლის მქონე სეგმენტისთვის არის ხელმისაწვდომი.

მარკეტერი წარმატებებს უსურვებს Baby Zoom-ს, მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ კომპანიის ოფიციალურ Facebook გვერდს:

https://www.facebook.com/BabyZoom.ge?fref=ts

განხილვა