ჰელოუინამდე თითქმის ერთი თვეა დარჩენილი, ბრენდები კი ცდილობენ, ამ ადრეული აჟიოტაჟით ისარგებლონ. რომის ბრენდ Bacardi-ის შემთხვევაში, მარკეტინგული იდეები კლასიკურ საშინელებათა ფილმებს დაემსგავსა — ალბათ, ეს ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია ისეთივე ტრადიციული დღესასწაულისთვის, როგორიც ჰელოუინია. თითქოს, ბევრი რამ მოძველდა და აღარ გვაშინებს ძველებური სიუჟეტები, მაგრამ კლასიკა მაინც კლასიკად რჩება.
მაგალითად, ვიდეორგოლი „ზომბის“ სცენარი სასაფლაოზე ვითარდება, სადაც ზომბები მიწიდან ყოფენ ხელს, რათა ბაკარდის სასმელი დალიონ. „სისხლიან მთვარეში“ კი მას უხილავი ფიგურა სვამს. როგორც თავად ბრენდის წარმომადგენლები განმარტავენ, გარდაცვლილთა და უკვდავთა როლების გამოყენება თავად ბაკარდის მუდმივობას უსვამს ხაზს — არა მხოლოდ თანამედროვეები მიირთმევენ მას, არამედ საიქიოდანაც ბრუნდებიან აღნიშნული რომის დასაგემოვნებლად.