in

Bacardi-ის საზაფხულო შუშხუნა მარტინი

გლობალური ბრენდები ზაფხულისთვის აქტიურად ემზადებიან – ალკოჰოლური სასმელების კომპანიამ Bacardi შუშხუნა Martini Asti Ice გამოუშვა. ახალი გამაგრილებელი სასმელი, ჯერჯერობით, მხოლოდ ბრიტანეთში იყიდება.

Martini Asti Ice ცოცხალი მსხლისა და ანანასის არომატითაა. ეს გემოები, დამატებით, ყურძნის, ნესვისა და ატმის ტონით არის გაჯერებული.

როგორც კომპანიაში ამბობენ, ბრენდის ტექნოლოგებს სურდათ, Asti კატეგორიის ასორტიმენტი უფრო გაემრავალფეროვნებინათ და  მომხმარებლისთვის, ამჯერად, საზაფხულო სეზონის სასმელი შეეთავაზებინათ.

„იმედია, ბრიტანეთში მცხოვრებ სრულწლოვან ადამიანებს ძალიან მოეწონებათ Martini Asti Ice, ისიამოვნებენ ზაფხულის ცხელ დღეებში და მომდევნო სეზონზე“, – ამბობენ კომპანიის წარმომადგენლები.

დოლფ ლუნდგრენი, ხინკალი და „ჩვენო თბილის ქალაქო“ – ლუდ „რაგნარის“ კამპანია

“რუსეთი ოკუპანტია!” – ნიუ-იორკში მოღვაწე არტისტების კამპანია