ალკოჰოლური სასმელების ბრენდმა „ბაკარდი“, სააგენტო AMV BBDO-სთან თანამშრომლობით ვიდეორგოლი გადაიღო, რომელშიც თვალისთვის ვიზუალურად სასიამოვნო კადრების გარდა, სპეციალურად ამ ნამუშევრისთვის შექმნილი საუნდტრეკია გამოყენებული, ჩვენს ავტონომიურ-სენსორულ მერიდიანულ რეაქციაზე (ASMR) რომ ახდენს გავლენას.
საუნდტრეკი ისეთი ხმებისგანაა შექმნილი, რომელსაც ბოთლების წკრიალი, კოქტეილის თქვეფა თუ ხილის ჭრა გამოსცემს.
ნამუშევარში გამოყენებულია ის ინგრედიენტები თუ ინსტრუმენტები, რომელსაც „ბაკარდი“ კოქტეილების მოსამზადებლად იყენებ.
ვიდეორგოლის შექმნაში, როგორც აღმასრულებელმა პროდიუსერმა, მონაწილეობა მიიღო ჰიპ-ჰოპ არტისტმა, სვის ბიცმა, ასევე, მუსიკალურმა კომპანიამ MassiveMusic და რეჟისორმა, თაქერ ბლისმა.