14 ოქტომბერს „ცალკე სივრცეში“ თოჯინების ოსტატის ბაჩანა ხალვაშის და ფოტოგრაფის ჯუდა ხატია ფსუტურის ერთობლივი გამოფენა გაიხსნა და მარიონეტების ალბომის პრეზენტაცია შედგა, სახელწოდებით — „ქანდაკება სპექტაკლში“.
გამოფენაზე წარმოდგენილია მარიონეტები სპექტაკლებიდან: მოლიერის მიზანტროპი, მეფეთა ცხოვრება.
„თოჯინის პლასტიკა იბადება საიდანღაც. ეს მოტივაცია შეიძლება იყოს პროტესტის ნიშნით, შეიძლება იყოს სიყვარულის ნიშნით. ბევრი ნიშანი არსებობს ამისთვის“, — ამბობს ბაჩანა ხალვაში.
ფოტოგრაფის ჯუდა ხატია ფსუტურის მიერ წარმოდგენილია თოჯინების ფოტოების სერია;
ვიდეო-ინსტალაცია: ხათუნა ფსუტური;
ხმოვანი რიგის ავტორები: ლევან გოცირიძე; ევგენი ჭავჭანიძე
გამოფენის კურატორები: თამთა ახალკაცი და თიკო საჩალელი.

საგულისხმოა, რომ გამოფენა 23 ოქტომბერს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, მიმდინარე თვის ბოლომდე გაგრძელდება.








