in

#StopOnlineAbuse – ლონდონის „არსენალის“ კამპანიის დიზაინზე ქართველმა, ბაჩო ლაგვილავამ იმუშავა

ქართველისა და ლონდონური კლუბის კოლაბორაცია ადრეც შედგა, ბაჩო ლაგვილავა ლონდონის „არსენალის“ მიერ გამოცხადებულ ერთ-ერთი კონკურსის გამარჯვებულია.

#StopOnlineAbuse ინგლისური საფეხბურთო გრანდის, ლონდონის „არსენალის“ კამპანიაა, რომელიც კლუბმა ბოლოს გახშირებული შემთხვევების გამო წამოიწყო. „მეთოფეებისა“ და ზოგადად, სხვა გუნდის ფეხბურთელები ხშირად ხდებიან ინტერნეტ თავდასხმების, ბულინგისა და შეურაცხყოფის მსხვერპლი, ინგლისური კლუბის ლეგენდამ, ტიერი ანრიმ ამ მიზეზით საკუთარი სოციალური ქსელებიც კი გააუქმა, ბოლო პოსტში კი დაწერა, რომ ამ აქტივობებს არ დაუბრუნდება, სანამ აღნიშნულ შემთხვევებზე მკაცრი რეაგირება და კონტროლი არ იქნება.

„არსენალმა“ სპეციალური ჰეშთეგით დაანონსებული კამპანიის ვიზუალური ქონთენთის დამზადება ქართველ ბაჩო ლაგვილავას მიანდო. პოსტები „მეთოფეების“ ყველა სოციალური ქსელის პლატფორმაზე: Twitter-ზე, Facebook-სა და instagram-ზე განთავსდა. ბაჩო პროფესიით ვიდეომონტაჟის რეჟისორია, ამჟამად კი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ვიზუალური ქონთენთის მიმართულებით მუშაობს. ის, ამავდროულად, „არსენალის“ დიდი გულშემატკივარია.

„რამდენიმე დღის წინ, „ტვიტერზე“ „არსენალის“ სოციალური მედიის მენეჯერი დამიკავშირდა, მითხრა, რომ ჩემი ნამუშევრები ძალიან მოსწონდათ და აღნიშნული კამპანიის ვიზუალურ ნაწილზე მუშაობა შემომთავაზა. წინადადებას სიამოვნებით დავთანხმდი და პროექტზე მუშაობა დავიწყე. საბოლოოდ, ჩემი ნამუშევარი ძალიან მოეწონათ და საკუთარ სოციალური მედიის არხებზე განათავსეს. ასეთ კლუბთან კოლაბორაცია ყოველთვის საინტერესო გამოცდილება და საინტერესო პროცესია“ – გვითხრა ბაჩო ლაგვილავამ.

ქართველისა და ლონდონური კლუბის კოლაბორაცია ადრეც შედგა, ბაჩო ლაგვილავამ ლონდონის არსენალის მიერ გამოცხადებულ ერთ-ერთ კონკურსშიც გაიმარჯვა: მან არსენალი-მანჩესტერ სიტის წინასამატჩო პოსტერი შექმნა. ასევე, მისი ნამუშევარი საკუთარ ინსტაგრამის გვერდზე მესუთ იოზილმა განათავსა.

LEGO x Adidas-ის ასაწყობი ფეხსაცმელი – “აგურზე ფეხის დადგმა არასდროს ყოფილა ასეთი კომფორტული”!

20%-დან 80%-მდე თანხის დაზოგვა? ვის არ უნდა!