in

რას ვაLIKEებთ Facebook-ზე?!

სანამ კომპანიები სოციალურ ქსელებში პოპულარობის მოსაპოვებლად დიდ რესურსებს ხარჯავენ, ხალხის „მოწონებას“, არც მეტი არც ნაკლები, ქველმოქმედებასა და სიყვარულზე შექმნილი გვერდები უფრო იმსახურებს.

Bacho’s Page-ს, სადაც ხილის ფოტოებიდან საქველმოქმედო პოსტებამდე ყველაფერს შეხვდებით, 181,526 „ლაიქი“ აქვს და 139,817 ადამიანი „საუბრობს“ მასზე.

Bacho's Pageბაჩო ნაკაიძე (გვერდის https://www.facebook.com/B.Nakaidze “ადმინი“): ერთ დღეს მომივიდა იდეა, შემექმნა პირადი გვერდი. მინდოდა უფრო ახლოს გავეცანი ხალხს და ამასთანავე, მესწავლებინა ხალხისთვის სიყვარული.

ეს მხოლოდ გასართობი გვერდია თუ რაიმე კომერციული მიზნითაც იყენებთ?

გვერდია, სადაც იგრძნობა პოზიტივი, სიყვარული და ამასთანავე, ვეხმარები ბევრ საქველმოქმედო კომპანიას.

როგორ „ამუშავებთ“ გვერდს?

ადმინისტრირებას დიდ დროს ვეღარ ვუთმობ. აბიტურიენტი ვარ და ბევრი მასწავლებელი მყავს. მაგრამ, სულ ვცდილობ. თუ კომპიუტერთან არ ვარ, ტელეფონით ვდებ ფოტოს, პოსტს.

რა სირთულეებთანაა დაკავშირებული სოციალურ ქსელში ასეთ გვერდის მართვა ისე, რომ წარმატებული იყოს?

მიწევს ბევრი შურიანი ადამიანისთვის წინააღმდეგობის გაწევა, რადგან ყველა კმაყოფილი მომხმარებელი ვერ გეყოლება. სხვა განსაკუთრებული არაფერი.

რამდენად მომგებიანია?

არანაირი მოგება, მე ხალხის კარგ ხასიათზე დასაყენებლად ვიყენებ გვერდს.

რა რჩევა შეგიძლაით მისცეთ იმ კომპანიებს, ვისაც სურს სოციალურ მედიაში იყოს პოპულარული?

იზრუნონ ხალხის მომავალზე, გააკეთონ ისე, როგორც ხალხს სურთ და არ გამოიყენონ გვერდები პირადი რეკლამებისთვის. ხალხს მსგავსი რამ აღიზიანებს.

ერთი შეხედვით, თქვენს გვერდზე არც განსაკუთრებული ფოტოებია და არც პოსტები. უბრალოდ, გასართობი სახისაა. საიდან ამდენი „Like “ და „Talking About“, რა მოსწონს ხალხს?

ხალხს მოსწონს გვერდი. დღეში, საკუთარი სურვილით, ალბათ, 1000-1500 „ლაიქი“ ემატება გვერდს. ხალხს შეუყვარდა გვერდი, რადგან არ ვდებ არანაირ რეკლამას და არც ისეთ ფოტოებს, როგორიც არ მოსწონთ.

კონფლიქტების მართვა და რეგულირება ორგანიზაციის მენეჯმენტში – 1-2-3 მაისს.

ახალ ფორდ მუსტანგს Empire State Building-ის სახურავზე განათავსებენ