in

Back Market-ის კაბელების მონსტრი ტექნოლოგიების მდგრად გზას გვიჩვენებს

ელექტრონიკის ონლაინ საცალო ვაჭრობის მაღაზიამ, Back Market, მოკლემეტრაჟიანი ფილმი გამოუშვა, სახელწოდებით The Monster, როგორც მისი ახალი Tech Reborn კამპანიის ნაწილი. ფილმი „ტკბილ“ ისტორიას მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ როგორ გავხადოთ ტექნოლოგიების შეძენა უფრო მდგრადი.

BOG

ფილმის გმირი, თოჯინების ურჩხული, რომელიც დამზადებულია ძველი კაბელებისგან, ახალ ტელეფონებს ბნელ, ავისმომასწავებელ ლანდშაფტში ავრცელებს. მაგრამ როდესაც ის ერთ-ერთ სმარტფონს ახალგაზრდა გოგონას „მიაფურთხებს“, ის კაბელების თოჯინას აჩვენებს, რამდენად საზიანოა ეს ახალი მოწყობილობა პლანეტისთვის. ამიტომაც, კიდევ უფრო მეტი ტექნიკის გამოშვების ნაცვლად, ძველის შეკეთებისკენ მოუწოდებს.

დიზაინერები stop-motion, 2D ანიმაციას და სხვადასხვა 3D ტექნიკას იყენებდნენ. დეკორაციები, თოჯინები და რეკვიზიტები წინასწარ იყო გადაღებული ფოტოგრამეტრიის გამოყენებით, რათა გუნდს შესძლებოდა, „სწრაფად წარმოედგინა 3D სამყარო“. ამასთან, თოჯინები ხელნაკეთია და მონსტრის სამ განსხვავებულ ვერსიას მოიცავს, რომლებიც მარიონეტების გამოცდილმა შემქმნელებმა გააცოცხლეს. შედეგად მიღებული ფილმი კი ოსტატურად აკავშირებს ხელოვნების ტრადიციულ ფორმებსა და ახალ ტექნოლოგიებს.

Lucky Road – უსაფრთხო და კომფორტული მოგზაურობა, საქართველოს ნებისმიერ წერტილში

აი, როგორ ხსნის TikTok კარს სოციალური ინოვაციებისთვის