Back Market განახლებული ტექნოლოგიების ბაზარს წარმოადგენს, რომელმაც მიზნად ჩვენი ნარჩენი პროდუქტების რაოდენობის შემცირება დაისახა. ბრენდმა ახალი კამპანიაც წამოიწყო და იგი ბრჭყვიალა ყიდვის გადაწყვეტილების უკან არსებულ რეალობას ასახავს — მათ შორის, ვინც სმარტფონებს ყიდულობს, ძალიან ცოტა ადამიანი თუ იყენებს კამერის იმ ტექნოლოგიებს, რომლებშიც დამატებით ფულს იხდიან. თანაც, ეს გადაწყვეტილება ძველი მსგავსი ტელეფონის „თავიდან მოშორებასაც“ გულისხმობს.
ბეჭდურ რეკლამებში ჩვენი სურათების ალბომების „სქრინშოთებს“ აჩვენებენ, რომელთაგანაც თითქმის ყველა იდენტურია: ძაღლების ფოტოები, ყავა, თვითმფრინავის ფრთები და სელფები სათაურით: Trust us, last year’s phone will do. ასე მიგვანიშნებენ, რომ ძველ ტელეფონებსაც შეუძლია ჩვენთვის საჭირო ფუნქციების შესრულება და ამისთვის ყოველთვის ახალი მოდელის ყიდვა არ არის საჭირო…
„ყოველწლიურად ტექნოლოგიური გიგანტები ტელეფონების ახალ მოდელებს გვთავაზობენ, რომლებიც წინაზე ოდნავ უკეთესია. მაგრამ ღირს ეს განახლება? მოდით, ერთი წამით ჩვენს სურათების ალბომს დავაკვირდეთ, იმ ფოტოების 99%-ს, რომლებსაც ვიღებთ, ძველი ტელეფონიც მშვენივრად გაუმკლავდებოდა“, — განმარტავს გაბრიელ მატარი, Innocean Berlin-ის სააგენტოდან, რომელმაც Back Market-ის უახლეს კამპანიაზე იმუშავა.
ასეთია კამპანიის იდეა, მაგრამ რეალობა ცოტა სხვანაირია და ვერც ფოტოგრაფებს ვეტყვით, რომ ყველა მოდელი „მაინც ერთია“. უბრალოდ, კომპანია გარემოზე ზრუნვის სურვილით ნებისმიერ მეთოდს იყენებს საზოგადოებამდე ხმის მისაწვდენად.