ფაილების გაზიარების პლატფორმა WeTransfer გაერთიანებული სამეფოს ინდი ჯგუფ JUNGLE-სთან თანამშრომლობს, რომელიც თავისი საფესტივალო გამოსვლებითაა ცნობილი. ამჯერად მათი კოლაბორაციით ინტერაქციული მუსიკალური ვიდეო შეიქმნა, სახელწოდებით Back on 74.
სიუჟეტი იმ გამოცდილებაზეა აგებული, რომელსაც ვებგვერდი გვაძლევს: ნებისმიერი ტიპის ფაილის ჩამოტვირთვის შესაძლებლობას. მთელ ვიდეორგოლს JUNGLE-ის გამორჩეული ვიზუალური ესთეტიკა გასდევს, რომელიც რთულად შემუშავებულ ქორეოგრაფიას და ფოტოგრაფიას მოიცავს. თუმცა ყველაზე გამორჩეულ ნიუანსად ინტერაქციული ხელოვნების ელემენტების ინტეგრაცია გვევლინება — ადამიანებს შეუძლიათ, ცნობილი ნამუშევრები მოითხოვონ, რომლებიც რეალურ დროში ინაცვლებს ტილოებიდან ციფრულ რეალობაში.
კამპანიის მიღმა რეალური გამოცდილება აქვთ: მომხმარებლებს შეუძლიათ, ვებგვერდზე ყოველი ვიზიტისას J Lloyd-ის მიერ შექმნილი თითო ნამუშევარი გადმოწერონ. არტისტმა მთლიანობაში 10 000 კომპოზიცია შექმნა, რათა მრავალფეროვანი და უნიკალური ურთიერთქმედების დონე გაზრდილიყო პლატფორმასა და ადამიანებს შორის.
WeTransfer-ის თანახმად, მისი Drops კამპანია, რომელშიც წარმოდგენილია ეს ინტერაქციული ვიდეო, შთაგონებულია ორგანული შემქმნელების აქტივობით და სურთ, მათ შემოქმედებას მაქსიმალურად შეუწყონ ხელი.