ზოგიერთი მოსწავლე შესაძლოა ცოტათი მოწყენილიც კი არის, რომ ზაფხული დასრულდა. ზოგიერთი ღელავს იმიტომ, რომ ყველაფერი ახალი წინ ელოდება- ახალი გამოწვევები, ახალი მასწავლებლები, ახალი მეგობრები და შესაძლოა ახალი სკოლაც კი.
იმისათვის, რომ სკოლის მოსწავლეებისთვის მარტივი, საინტერესო და სახალისო გახდეს სკოლაში ადაპტაციის პერიოდი, 2 სექტემბრიდან IT აკადემია STEP იწყებს Back To School კამპანიას, რომელიც 15 სექტემბრამდე გაგრძელდება. დაინტერესებულ პირებს, შეუძლიათ შემოუერთდნენ კამპანიას შემდეგ მისამართებზე:
- City mall – საბურთალო
- Axis Tower – ვაკე
სტუმრებს, IT აკადემია STEP-ის სივრცეში დახვდებათ სხვადასხვა საინტერესო აქტივობა, როგორიცაა:
- გასართობი აქტივობები VR განზომილებაში
- რობოტების შოუ
- რობოტი ძაღლი “როკი”
- ტექ ხელოვნების ვორქშოპი
- პროფორიენტაციის კითხვარი – გაიგე რომელი IT პროფესია შეგეფერება
- ფიგურების შექმნა 3D პრინტერით
- ქიმიის სახალისო ექსპერიმენტები
სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ საინტერესო გათამაშებებში და მიიღონ სტეპ სკოლის ფასდაკლების ვაუჩერები. ასევე, კამპანიის ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მოიგონ უნივერსალური ფასდაკლების ვაუჩერები, აირჩიონ სტეპის სასწავლო კურსები / ონლაინ კურსები და დაეუფლონ მომავლის პროფესიებს. დაინტერესებულ პირებს გათამაშებებში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ ადგილზე, ხოლო გამარჯვებული გამოვლინდება Live რეჟიმით, სტეპის Instagram არხის მეშვეობით.
შემოუერთდი სტეპის Back to School კამპანიას და მიიღე ვაუჩერი მომავლის პროფესიების შესასწავლად.
მეტი სიახლეებისთვის და ფასდაკლებებისთვის მიჰყევით თქვენთვის სასურველ სოციალურ ქსელს https://itstep.info/m/LINK.
[პარტნიორის კონტენტი]