სექტემბრის მოახლოებასთან ერთად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, წინასასკოლო ციებ–ცხელება იწყება. ახალი სასწავლო წლის დაწყებას დიდი მღელვარება ახლავს თან. საკანცელარიო ნივთების გარდა, მოსამზადებელი პროცესი გარდერობის განახლებასაც მოიცავს.
თუკი დროის დაზოგვა გსურთ და ხალხმრავალ მაღაზიებში სიარული არ გხიბლავთ, შეგიძლიათ, Dressup.ge–ზე საშოპინგოდ მოემზადოთ.
Dressup.ge ქართულ ელექტრონულ კომერციის პლატფორმებს შორის მოდის ნიშაში პირველია. საიტზე 100-ზე მეტი საერთაშორისო ბრენდია წარმოდგენილი, მათ შორის: Levi’s, Wrangler, Vans, Converse, Lacoste, Gant, Tommy Hilfiger, Calvin Klein, Esprit და სხვა. ასე რომ, ახალი სასწავლო წლისთვის სასკოლო ჩანთა, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი უკვე სახლიდან გაუსვლელად, კომფორტულად და მინიმალურ დროში შეგიძლიათ, შეარჩიოთ.
ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების ფართო არჩევანი Dressup.ge-ზე
ახალი ტანსაცმელი საქმისთვის საუკეთესო მოტივატორია, პოზიტიური განწყობით აგავსებთ და დაგეხმარებათ, რომ სემესტრი განახლებული ძალებით დაიწყოთ.
სპორტულ და კომფორტულ ტანისამოსში გსურთ გამოეწყოთ? Dressup.ge–ზე შეხვდებით ფერად შარვლებსა და შორტებს, მაისურებს, ჟაკეტებსა და ჟილეტებს. შეგიძლიათ, ფერების მიხედვით შერჩეულ სამოსს ყოველდღიური ბოტასები და კედები შეურჩიოთ.
თუ თქვენთვის მნიშვნელოვანი ორიგინალურობაა და თანამედროვე მოდის ტრენდებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ, ამ შემთხვევაში, გირჩევთ, Dressup.ge–ის კაბების, პერანგებისა და ბლუზების კოლექციას გადაავლოთ თვალი. ფეხზე კი სპეციალურად ამ ლუქს სანდლები და ესპადრელები შეგიძლიათ, შეუხამოთ.
წინასწარ მოემზადეთ შემოდგომის სუსხიანი ამინდებისთვისაც და ჯემპრები, ქურთუკები, შუზები და ბათინკები შეათვალიერეთ. Dressup.ge–ზე ხელმისაწვდომია როგორც კლასიკური მანტოები და მოსაცმელები, ისე სპორტული, დათბილული ქურთუკები.
ჩანთების მრავალფეროვანი არჩევანი
სასკოლო აქსესუარებს შორის ყველაზე მთავარი სკოლის ჩანთაა. მნიშვნელოვანია, რომ ის კომფორტული, ტევადი და ლამაზი ვიზუალის მქონე იყოს. Dressup.ge–ზე შეხვდებით GUESS-ის, CALVIN KLEIN-ის, ADIDAS-ის, TOMMY HILFIEGER-ის, VANS-ის ჩანთებს. აქვე ნახავთ პატარების საყვარელ SAMMIE by SAMSONITE-ის ჩანთებს, რომლებიც სხვადასხვა ცხოველის დიზაინით არის გაფორმებული და თავისი ორიგინალურობით გამოირჩევა.
სპეციალური შეთავაზებები და ფასდაკლებები
წინასასკოლო მზადება ხშირად დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, თუმცა Dressup.ge მუდმივად სიურპრიზებითაა სავსე და ახალ–ახალ ფასდაკლებებს გთავაზობთ.
თვალი ადევნეთ ვეგბგვერდზე და სოციალურ ქსელებში სიახლეებს. არ გამოგრჩეთ განსაკუთრებული შეთავაზებები და მიიღეთ შეძენილი პროდუქცია უფასოდ, მთელი საქართველოს მასშტაბით.
[R]