თქვენ ალბათ უკვე იცით, ცნობილი თამაში Flappy Bird, რომელმაც მსოფლიო შეშალა და მილიონობით ადამიანი თამაშზე დამოკიდებული გახადა. ამის გამო თამაშის ავტორმა Nguyễn Hà Đông (Dong Nguyen)-მა, Flappy Bird მოხსნა ყველა ონლაინ რესურსიდან და ორიგინალი თამაშის ჩამოტვირთვა შეუძლებელი გახადა.
თამაშის პოპულარობიდან გამომდინარე, ბაზარზე მალევე გამოჩნდა ათეულობით მსგავსი თამაში. Flappy Bird-ის კლონები დღემდე აქტიურად ლიდერობენ ტოპ ჩარტებში. ქართველმა დეველოპერებმა გადაწყვიტეს თამაშის განახლება,
BackBird პირველი ქართული თამაშია, რომელიც წარმოადგენს Flappy Bird-ის რეპლიკას და ხელმისაწვდომია Appstore-ზე. თამაშის ავტორია დეველოპერული კომპანია GIZGIZA.
ნაცვლად Flappy Bird-ის დაკოპირებისა, ქართველმა დეველოპერებმა მცირე ცვლილებები შეიტანეს თამაშში. ის, რაც შეუძლებელი იყო Flappy Bird-ში, მარტივად მიღწევადია BackBird-ში. თამაში ბოლო ტურიდან იწყება, ჩიტი მკვდარია, უკან მიფრინავს და ქულები მომატების ნაცვლად აკლდება. BackBird-მა დღის სინათლე 2 დღის წინ იხილა და უკვე საკმაო პოპულარობით სარგებლობს.
თამაშის ჩამოტვირთვა შესაძლებელია მისამართიდან: https://itunes.apple.com/us/app/backbird/id827133454?mt=8
თუ გსურთ დაეხმაროთ ქართველ დეველოპერებს შეაფასეთ და დატოვეთ კომენტარები App Store-ზე!