შესაძლოა, ფიქრობთ, რომ კარანტინის პერიოდში, ბუნებამ “ამოისუნთქა” და ბევრი რამ კარგი კუთხით შეიცვალა. თუმცა, სწორედ კარანტინის პერიოდში, არგენტინაში, 15000-ზე მეტი ტყის მასივი განადგურდა და შედეგად, არგენტინა, ტყის მასივის დანაკარგის მაჩვენებლით, ქვეყნების ტოპ ათეულში შევიდა. გარემოს პრობლემის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად, Greenpeace-მა, სააგენტო Hoy-სთან თანამშრომლობით, TikTok-ის პლატფორმა გამოიყენა და სპეციალურად ამ სოციალური ქსელისთვის შექმნა ფონები. კამპანიის სახელიც სიმბოლურია “პრობლემის ფონი” (The Background Of The Problem).
THE BACKGROUND OF THE PROBLEM – GREENPEACE from HOY BUE on Vimeo.












