Backstreet Boys – ჯგუფი, რომელიც ხუთი ბიჭისგან შედგებოდა, ბევრისთვის ბავშვობის მოგონებებთან ასოცირდება. თუკი ჩვენს 90-იანების ან 2000-იანების დასაწყისის ფლეილისტებს გადავავლებთ თვალს, Backstreet Boys-ის ერთ სიმღერას მაინც აღმოვაჩენთ. პოპულარულმა პოპ-ჯგუფმა რამდენჯერმე მოიპოვა გრემის ჯილდო. ჯგუფმა ას მილიონზე მეტი ალბომი გაყიდა, რითაც ყველა დროის ყველაზე პოპულარული ბოიბენდის სტატუსი მოიპოვა. BSB კვლავაც განაგრძობდა მუშაობას, თუმცა მისმა პოპულარობამ მნიშვნელოვნად იკლო. Backstreet Boys-ის ბოლო ყველაზე პოპულარული ალბომიდან თითქმის 20 წლის შემდეგ, ჯგუფი ჩარტების სათავეს უბრუნდება. ახალი ალბომი, სახელწოდებით DNA კვლავ მოექცა მუსიკალური პორტალის Billboard ყურადღების ცენტრში. Billboard-მა ალბომი რჩეულ ორასს შორის საუკეთესოდ დაასახელა.
ესეც ერთ-ერთი ჰიტი ახალი ალბომიდან:
გავიხსენოთ ჯგუფის პოპულარული სიმღერებიც:











