in

„ბაქსვუდის“ ინოვაციების ცენტრში კრეათონი ჩატარდა

„ბაქსვუდის“ სკოლის ინოვაციების ცენტრში კრეათონი გაიმართა. ღონისძიება ახალგაზრდების კრეატიული აზროვნების განვითარების მიზნით ჩატარდა.

კრეათონს, ინოვაციების სფეროს ქართველი და უცხოელი წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ მაღაკლასელებს, TechTalk-ის ფარგლებში, წაუკითხეს ლექციები ხელოვნური ინტელექტისა და Google-ში მუშაობის დაწყების შესაძლებლობაზე. შემდეგ კი, ცენტრის მოსწავლეებმა „სუმო-ბოტი“ წარადგინეს, რომელიც, სპორტის ამ სახეობაში, მათ მიერვე დაპროგრამებული რობოტების შეჯიბრებას გულისხმობდა.

„ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა – თბილისში“ თავად ინოვაციების ცენტრი ცოტა ხნის წინ გაიხსნა. აქ მოსწავლეები რობოტების პროგრამირებას, 3D მოდელირებას და სხვა ე.წ. მომავლის პროფესიებს შეისწავლიან.

ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა – თბილისის“ აკადემიური დირექტორი  არჩილ სუმბაძე ამბობს, რომ ცენტრის შექმნის მიზანია, 21-ე საუკუნისთვის აუცილებელი უნარ – ჩვევების მქონე და მომავალში კონკურენტუნარიანი კადრები მოამზადოს.

„ ეს არის ინოვაციური დიზაინის სივრცე, სადაც მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ, შეისწავლონ მომავლის პროფესიები: რობოტების პროგრამირება, 3D მოდელირება, ვიზუალური პროგრამირება და მიკროელექტრონიკა. შემდეგ კი იწყებენ ინოვაციურ იდეებზე ფიქრს და ქმნიან სხვადასხვა საინტერესო პროექტებს.  ცენტრში სწავლება მიმდინარეობს პროექტებზე დაფუძნებული მეთოდოლოგიით, რომელიც ბავშვებს უვითარებს კრეატიულობის, კომუნიკაციის, კრიტიკული აზროვნებისა და კოლაბორაციის  უნარ – ჩვევებს. „ბაქსვუდის ინოვაციების ცენტრში“, რეგიონში პირველად, დაინერგა ღია საკლასო ოთახის პრინციპი, იგივე Open classroom. ეს გულისხმობს ღია კედლებს საკლასო ოთახებს შორის, რომელიც გაყოფილია მინით და ორივე კლასიდან მოსწავლეებს აქვთ საშუალება ნახონ, რა ხდება გვერდით ოთახში. აღნიშნული მოდელი ბავშვებს უვითარებს ნებისმიერ გარემოში მუშაობისა და კონცენტრაციის უნარს“.

ინოვაციების ცენტრში განათლების მიღება შეუძლია ნებისმიერ მოსწავლეს, ვისაც სურს, აღნიშნული პროფესიების შესწავლა, ტექნოლოგიების გაცნობა და ინოვაციური აზროვნების განვითარება. ამისთვის კი, როგორც არჩულ სუმბაძე ამბობს, „ბაქსვუდის“ სკოლა, დამატებით, საშაბათო სკოლებსა და პერიოდულ ღონისძიებებსაც მოაწყობს.

მისივე თქმით, ცენტრში, სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილი სილაბუსებით, ასწავლიან შესაბამისი კომპეტენციის მქონე მასწავლებლები, რომლებიც სასწავლო მიმართულებებში FUTURE LABORATORY-მ გადაამზადა.

„ბაქსვუდის  ინოვაციების ცენტრის მიზანია გაზარდოს 21-ე საუკუნის უნარ – ჩვევების მქონე მოსწავლეები, რომლებსაც ექნებათ ტექნოლოგიური ცოდნა და იქნებიან კონკურენტუნარიანები მომავლის სამუშაო ბაზარზე, დაიწყებენ საკუთარ სტარტაპებს, შექმნიან კომპანიებს და თავად გახდებიან დამსაქმებლები“, – ამბობს არჩილ სუმბაძე.

Yves Saint Laurent-ის ახალი სახე შარლოტა გეინსბური გახდა

საქართველო, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის კუთხით, სამოდელო წარმატებულ ქვეყნად დაასახელეს