in

ცუდი დღეებისთვის განკუთვნილი სასმლის მინიმალისტური დიზაინი

ყველას გვაქვს ხოლმე ცუდი დღეები, რაც ძალიან ბუნებრივი და „მისაღებიც“ კია. ზოგიერთი ჩვენგანი ასეთ დროს საკუთარ თავში იკეტება, ზოგიერთი კი სიტუაციის განეიტრალებას გართობით ცდილობს. უბრალოდ, ჩვენი კულტურა ხელს უწყობს წარმატების აღნიშვნას და არა წარუმატებლობას. თუმცა გამარჯვება იშვიათად მოდის დამარცხების გარეშე. რაც უფრო ღრმად ვმალავთ ჩვენს წარუმატებლობას, მით უფრო უბედურები და დაუცველები ვხდებით.

ახალი გამაგრილებელი სასმელი PZ DC სწორედ ცუდი დღეების აღსანიშნავად შეიქმნა — მისი კონცეფცია საზოგადოებას ახსენებს, რომ არაჯანსაღია ცხოვრების ბნელი მხარის დათრგუნვა. იმისათვის, რომ არასასურველ სიტუაციას დავაღწიოთ თავი, წარუმატებლობა უნდა ვაღიაროთ და აღვნიშნოთ.

სლოგანი Drain the Bitter Cup ასახავს სასმლის უნიკალურ გემოს. მარცხი არ შეიძლება იყოს ტკბილი. მისი ბნელი დანიშნულების ხაზგასასმელად, სასმელი მხოლოდ შავი ინგრედიენტებისგან შედგება, როგორიცაა შავი ჩაი, მაყვალი, ყავა, შავი ცილი, ძირტკბილა, შავი სეზამი, შავი პილპილი, შავი ველური ბრინჯი, ნახშირი და შავი პუერჰის ფისი.

PZ DC არის ხუთი სასმლის ხაზი, რომელთაგან თითოეულს სევდის ხარისხი ახასიათებს (მელანქოლია, სევდა, უბედურება, სიბნელე, სასოწარკვეთა) — მსუბუქიდან ყველაზე ძლიერამდე. დიზაინი კი შფოთვით მდგომარეობასა და იმედს შორის არსებულ კავშირს უსვამს ხაზს.

პეტრე ოცხელით შთაგონებული თანამედროვე ხელოვნება ქუთაისში

გლობალური პრემიუმ ბრენდი ქართულ ბაზარზე – „თეგეტა მოტორსმა“ ლუის ჰამილტონის რჩეული საავტომობილო ზეთი Petronas Syntium შემოიტანა