18
Apr
2019

ქართული ფილმი „ცუდი ხალხი“ ლონდონის კინოფესტივალის გამარჯვებულია

18 Apr 2019

ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ცუდი ხალხი“ ლონდონში, “Discover Film Festival”-ზე საუკეთესო დრამატული ჯილდოს მფლობელი გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. 

კადრი ფილმიდან „ცუდი ხალხი“

ფილმის რეჟისორი გიორგი თავართქილაძეა და 1990-იანი წლების სამოქალაქო დაპირისპირებაზეა გადაღებული. მთავარ როლებს მსახიობები ვახო ჩაჩანიძე, ჯანო იზორია და დავით კვირცხალია ასრულებენ. სურათის მსოფლიო პრემიერა, 25 მარტს, ჰონგ-კონგის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა. ცოტა ხნის შემდეგ კი, Discover Film Festival-ამდე, ლოს-ანჯელესის საერთაშორისო კინოფესტივალის ჯილდო მიიღო.

განხილვა